აქტივობა 6. სასკოლო მუზეუმი

შედეგი:

ისტ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.5.მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე.

ისტ.VII.6.მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება.

ისტ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VII.10.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.

ისტ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ვაჭრობის მნიშვნელობაზე ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

ისტ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.

ისტ.VIII.18.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.

ისტ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ისტ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.

 

შენიშვნა:

სემიოტიკური კომპეტენცია

 

რესურსები:

ფურცელი, ფლომასტერები, ფანქრები, საშლელი, მარკები, სხვადასხვა ხურდა ფული და ა.შ.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ლიტერატურა, ხელოვნება

 

აქტივობოს აღწერა:

ისტორიის სწავლისას სასწავლო პროცესის უწყვეტობა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ისტორიაზე საუბრისას მოსწავლეს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეს, რომ ყოველი ახალი მასალა გარკვეულ კავშირშია გავლილ პროგრამასთან. სასკოლო მუზეუმის ან საბავშვო ვებ-გვერდის შექმნა ამ თვალსაზრისით ერთობ კარგი საშუალებაა. მისი ორგანიზება მრავალგვარად შეიძლება. შესაძლოა მოსწავლეებს ისტორიული შინაარსის რაიმე ნივთების, მაგალითად, მარკების, შეგროვება ვთხოვოთ; ან გაკვეთილის თემატიკის შესაბამისად სურათების დახატვით ან ქაღალდის მაკეტების შექმნით დავაინტერესოთ. ასეთი ნივთები სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ან ოთახის რომელიმე კუთხეში უნდა მოვათავსოთ. ისინი სასწავლო საგნის მიმართ მოსწავლეების დამატებით ინტერესს გამოიწვევენ.

ინტერესის კიდევ უფრო მეტად გასაღვივებლად კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს “სამუზეუმო გზამკვლევის” შედგენასაც დავავალებთ. გზამკვლევის სტრუქტურა დაახლოებით ასეთი უნდა იყოს:

სამუზეუმო გზამკვლევი