აქტივობა 6. სამოქალაქო მონაწილეობა

WordSection1">

შედეგი

  • მოქ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საკუთარი პიროვნული თვისებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები.
  • მოქ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა საზოგადოებაში.
  • მოქ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.


დრო

ერთი გაკვეთილი

 

შენიშვნა

მასწავლებელმა ისე უნდა მიაწოდოს სტანდარტული თეორიები მოსწავლეს, რომ მას არ დაეკარგოს ინტერპრეტაციის სურვილი და უნარი და არ მოექცეს ჩარჩოებში პრაქტიკული აქტივობების დროს.

 

რესურსები

ფურცლები და კალმისტრები.

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი მეცნიერებები.

 

აქტივობის აღწერა:

შესთავაზეთ მოსწავლეებს მინი-ლექცია თემაზე: „მასლოუს პირამიდა“


მინი-ლექცია

მასლოუს პირამიდა არის კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც ფსიქოლოგიაში ადამიანის მოთხოვნილებათა იერარქია განისაზღვრება. იგი 1942 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაამ მასლოუმ შეიმუშავა. მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიას პირამიდის სახე აქვს (სქემა №3), სადაც ძირითადი მოთხოვნილებები პირამიდის ძირშია მოქცეული. პირველ ორ მოთხოვნილებას მასლოუ პირველად მოთხოვნილებებს უწოდებს, ხოლო მესამე და შემდგომი მოთხოვნილებები შეძენილი ხისიათისაა. ადამიანს უფრო მაღალი მოთხოვნილება მაშინ უჩნდება, როდესაც მასზე დაბალი საფეხურის მოთხოვნილება მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილებულია. მასლოუმ გამოყო მოთხოვნილებათა 5 კლასი:

) ფიზიოლოგიური;

) უსაფრთხოების;

) სოციალური (მეგობრობა, თანამშრომლობა, სიყვარული, მიკუთვნებულობა);

) დაფასების;

) თვითრეალიზაციის.

 მასლოუს პირამიდა

მინი-ლექციის მსვლელობისას წარმოუდგინეთ მოსწავლეებს მასლოუს პირამიდა თვალსაჩინოების სახით (სქემა №3).

მინი-ლექციის შემდეგ „გონებრივი იერიშის“ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებს მიეცით დავალება, ჩამოთვალონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შემდეგ კი ისინი მასლოუს პირამიდის სხვადასხვა საფეხურებს შეუსატყვისონ. კარგი იქნება, თუ ამ დავალებას მოსწავლეები საკლასო ან საშინაო დავალების ფორმატში, წერილობით შეასრულებენ.

აქტივობის დასკვნით ნაწილში მოსწავლეებს შესთავაზეთ დისკუსია იმის შესახებ, რამდენად ადეკვატურია მასლოუს პირამიდა; წარმოადგენს თუ არა სინამდვილეში აქ წარმოდგენილი თითოეული საფეხური მომდევნო საფეხურის საფუძველს.

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები

აქტივობის განხორციელების შედეგად მოსწავლეები შეძლებენ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თემა ცხოვრებისეულ რეალობასთან კავშირში გაიაზრონ.