საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) განვრცობა

აქტივობის აღწერა

მოცემულია მიმდევრობა საგანთა ფორმით ან ფერით განსაზღვრული პერიოდულობის დაცვით. მოსწავლემ უნდა ამოიცნოს წესი, რომლითაც პერიოდულობაა შემოღებული და:

ა) მის საფუძველზე  განავრცოს მიმდევრობა; მაგალითად: უნდა შეავსოს მოცემულ  მიმდევრობას მოყოლებული ცარიელი უჯრები

წრეები და ცარიელი უჯრები

ბ) ქვემოთ მოტანილი ოთხი მიმდევრობიდან ის ამოარჩიოს, რომელსაც პერიოდულობა მოცემული მიმდევრობისნაირი აქვს. 

 22.png" alt="მიმდევრობა" />

ოთხი მიმდევრობა

 გ) აღწეროს მოცემული მოცემული მიმდევრობა    მიმდევრობა.

ამოირჩიოს ასოითი აღნიშვნებით მოცემული ანალოგიური შინაარსის მიმდევრობა.

ანალოგიური მიმდევრობა

მოსწავლეს აქვს ასოებით ჩაწერილი კანონზომიერება და სხვადასხვა ნახატის ან სათამაშოს გროვა. ამ საგნების საშუალებით მან უნდა შეადგინოს ისეთი მიმდევრობა, რომელიც ასოებით ჩაწერილი მიმდევრობის მსგავსია.

(პერიოდულობას ბავშვი ადრიდანვე ბევრ რამეში ამჩნევს, მოსწონს კიდეც და რიტმულობის შეგრძნებაც საკმაოდ აქვს განვითარებული. როცა რიცხვებში რიტმულობის გამოხატვას ასწავლიან, სავსებით ბუნებრივია ნაცნობი პერიოდული მოვლენებისა და პერიოდულობის რაიმე კანონით დალაგებული საგნების მოშველიება. კარგი იქნება, თუ ბავშვი  თოჯინებისა და ფიგურების გარდა მას სხვაგანაც დაინახავს; მაგალითად, ბუნებრივ  მოვლენებში, როგორებიცაა, ვთქვათ, დღე, ღამე, დღე, ღამე; ორნამენტებში; მელოდიებში; ლექსებში. ითვლება, რომ მათემატიკისა და მშობლიური ენის გაერთიანებულ გაკვეთილებს კარგი შედეგი მოაქვს. სახელდობრ, როცა ზემოთ გამწკრივებულ ფოთლებიან  და საყელოებიან მიმდევრობებს ორმარცვლიანი ტერფებით ნაგებ  სტრიქონს შეუდარებენ და ცხადად წარმოაჩენენ  მათ შორის მსგავსებას. სიმარტივისათვის აჯობებს მაგალითებად ისეთი ტერფების მოტანა, რომელთაც წინა მარცვალი მახვილიანი, მომდევნო  კი უმახვილო აქვს (ქორე), ან პირიქით (იამბი). ამის შემდეგ უფრო რთული სტრუქტურის მიმდევრობებზეც (მათ შორის, სამმარცვლიან, დაქტილურზე) შეიძლება მოსწავლეებთან საუბარი. ურიგო არ იქნება მუსიკის ან  ხატვის გაკვეთილების მათემატიკის გაკვეთილებთან კომბინირებაც).