სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ამობეჭდვა5. საუბრობს საყვარელ ილუსტრირებულ წიგნებზე
ტიპური აქტივობა
5. აქტივობა - თემატური საღამო “ჩემი საყვარელი წიგნი”
გაკვეთილზე მოსწავლე ეცნობა წიგნის ილუსტრაციისცნებას და ზოგიერთი ცნობილი ხელოვანის ნამუშევარს (იხ. დანართში “წიგნის ილუსტრაცია”). ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, საყვარელი ილუსტრირებული წიგნების სახლიდან მოტანას (შეიძლება აგრეთვე სასკოლო ბიბლიოთეკისგამოყენებაც) - აჩვენონ ისინი მეგობრებს და მოუთხრონ ყველაფერი, რაც იციან ამ წიგნების შესახებ: რაზეა წიგნი, ვინ დაწერა იგი, ვინ დაასურათა, რატომ უყვართ ეს წიგნი და ა.შ. საუბრის შემდეგ მოსწავლეები დახატავენ საყვარელი ზღაპრის ილუსტრაციას.
რესურსი
5. ვიზუალური მასალა: “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები, საბავშვო ილუსტრირებული წიგნები: “ვინი პუჰი”, “მაუგლი”, “კონკია” და სხვა.
კავშირი სახვა საგნებთან
5. ლიტერატურა