აქტივობა 5. აზრობრივი რუკის დახმარებით ისტორიული პიროვნების დახასიათება და განსხვავებულ ფორმატში მასალის წარმოდგენა

მეფე ვახტაგ მეექვსეს ცხოვრების შესწავლისას აუცილებელი ხდება მისი პოლიტიკუ რი და კულტურული მოღვაწეობის ცალ-ცალკე განხილვა. კარგი იქნება, თუ თავად ბავშვებს შევაფასებინებთ მის კულტურულ მოღვაწეობას. ამისათვის დაგვჭირდება აზრობრივი რუკის შედგენა, რათა მთელი კლასისათვის თვალსაჩინო იყოს.

ვახტანგ მეფის მოღვაწეობა

ასეთი აზრობრივი რუკის შედგენის შემდეგ, ბავშვებს ბუნებრივად ეუფლებათ გაოცების გრძნობა ვახტანგის მრავალფეროვანი მოღვაწეობის გამო. ხშირ შემთხვევაში, თვითონ ცდილობენ დაადგინონ, თუ რამდენ სფეროში მოღვაწეობდა იგი. უფრო კონკრეტულად კი შეგვიძლია თავადვე შევადგენინოთ დაფაზე ასეთი ცხრილი, რომელსაც მერე რვეულებში გადაიტანენ.

V-VI.21.5


რესურსები

  1. სახელმძღვანელო, დაფა და ცარცი;
  2. რევაზ ინანიშვლის ისტორიული მოთხრობა „ლოჭინში”;
  3. საქართველოს სხვადასხვა მხარის ეროვნული სამოსის სურათები;
  4. ძველი თბილისის, კონსერვატორიის, რუსთაველის თეატრის, ქაშუეთის ეკლესიის, ლიკანის სასახლის, ოპერისა და ბალეტის თეატრის ფოტოები;
  5. ტექსტი მასწავლებლისთვის.

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. ლიტერატურა;
  2. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

  1. მეხუთე-მეექვსეკლასელ მოსწავლეებთან კულტურის დარგებზე საუბარი მიზნობრივად არ ხდება. ამ საკითხებს ვეხებით თანდათან, სხვა კონტექსტებიდან გამომდინარე. დროთა განმავლობაში ბავშვებს უგროვდებათ ცოდნა ამ საკითხზე, რომელსაც შეიძლება ერთ რომელიმე გაკვეთილზე მოვუყაროთ თავი და განვაზოგადოთ ან პირიქით – შეიძლება ერთმა თემამ მოგვცეს იმის საშუალება, რომ რამოდენიმე დარგზე გავაკეთოთ აქცენტი. მაგალითისთვის მოვიყვანთ ერთ გაკვეთილს, სადაც საუბარია სამონასტრო ცხოვრებაზე. ეს საკითხი ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეიძლება განიხილებოდეს რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით: ან ასურელ მამებთან, ან რელიგიის საკითხთან, ან განათლებისა და კულტურის ცენტრებთან და ა.შ. ყველა შემთხვევაში, მასწავლებელი გვერდს ვერ აუვლის ასეთ მნიშვნელოვან თემას.
  2. მოსწავლე უნდა აცნობიერებდეს, რომ კულტურული ადამიანის ცნება, პირველ რიგში, მის წიგნიერებასთან არის დაკავშირებული. ამ საკითხზე ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა უმჯობესია, ისეთი მაგალითები მოვუყვანოთ, რაც მათთვის გარკვეულწილად ნაცნობი იქნება.” ჩვენი საქართველოს” კურსიდან ავირჩიოთ ნებისმიერი საკითხი, მაგალითად, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა და გამოვყოთ ცალკე საკითხად მისი დამოკიდებულება წიგნებთან.