აქტივობა 5. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები

შედეგი

  • მოქ.IX.11. მოსწავლეს შეუძლია სკოლის თვითმმართველო-ბის დემოკრატიულ პროცესში ნაყოფიერი მონაწილეობა.
  • მოქ.X.3. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს თავისუფალი პიროვნებისა და აქტიური მოქალაქის თვისებები.
  • მოქ.X.6. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნვე- ლყოფის საშუალებები

 

დრო

ორი აკადემიური საათი

 

რესურსები

  • დიდი ზომის ფურცლები, A4 ზომის ფურცლები;
  • მარკერები და კალმისტრები;
  • ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ტაბულა;
  • წებოვანი ლენტი ან ჭიკარტები.

 

აქტივობის აღწერა:

დაყავით მოსწავლეები 3-4 წევრიან ჯგუფებად.ჯგუფების რაოდენობა დამოკიდებული იქნება მოსწავლეთა საერთო რაოდენობაზე. თითოეულ ჯგუფს დაურიგეთ ფურცლები, ფერადი ფანქრები ან მარკერები.

თითოეულ ჯგუფს გადაეცით ბარათზე დაწერილი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ერთ-ერთი მუხლი, რომელშიც ადამიანის რომელიმე ფუნდამენტურ უფლებაზეა საუბარი (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ქართული თარგმანი). მიეცით ჯგუფის წევრებს დავალება: დახატონ სურათი, რომელიც ადამიანის ამ ფუნდამენტურ უფლებას განასახიერებს; შემდეგ კი სხვა ჯგუფის წევრები შეეცდებიან გამოიცნონ, ადამიანის უფლებათა დეკლარაციის რომელ მუხლზეა საუბარი. სასურველია თითოეულ ჯგუფს ორ ან სამ ასეთ  დავალებაზე მოუწიოს  მუშაობა.

აქტივობის  დასკვნით ფაზაში მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აფასებს წარმოდგენილი ნახატების ძლიერ და სუსტ მხარეებს.

WordSection1">

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები

აქტივობის განხორციელების შემთხვევაში საშუალება გექნებათ მოსწავლეებს თამაშის ფორმით მიაწოდოთ ინფორმაცია სამოქალაქო განათლების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შინაარსზე. აუცილებელი არ არის, რომ ეს აქტივობა მხოლოდ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის სწავლებისას გამოიყენოთ. შეგიძლიათ იგივე ფორმატში მოსწავლეებს თავისუფლებათა დიდი ქარტიის, ბავშვთა უფლებების კონვენციის, საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა დოკუმენტების  შესახებაც მიაწოდოთ ინფორმაცია.