აქტივობა 42. კარიკატურა

შედეგი:

ისტ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VII.6.მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება.

ისტ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია გამოყოს და დაახასიათოს მნიშვნელოვანი მოგზაურობები.

ისტ.VIII.11.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანის უფლებების საფუძვლები და მათი განვითარების ისტორიული პირობები.

ისტ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.

ისტ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

 

შენიშვნა:

წიგნიერება, მედიაწიგნიერება, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები, სემიოტიკური კომპეტენცია

 

რესურსები:

ილუსტრაციები, კარიკატურები

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ხელოვნება, სამოქალაქო განათლება

 

აქტივობის აღწერა:

კარიკატურის გამოყენება სასწავლო პროცესში საკმაოდ ეფექტურად შეიძლება – იქიდან გამომდინარე, რომ იგი საკმაოდ მრავლისმეტყველ ინფორმაციას შეიცავს. შესაბამისად, თუკი გაკვეთილებზე მოსწავლეებს კონკრეტულ მომენტში თქვენთვის საჭირო თემაზე შექმნილ კარიკატურას წარუდგენთ და გაკვეთილს მისი გამოყენებით აუხსნით, ამას კარგი ეფექტი ექნება, რადგან ისინი თავად შეძლებენ სურათზე გამოსახულ ცალკეულ ნიუანსებზე მსჯელობას. ასეთი დისკუსიები მოსწავლეებს გაამხიარულებს და დიდხანს დარჩება მათ ცნობიერებაში.

მაგალითი: როდესაც მოსწავლეებს საფრანგეთის რევოლუციის გამომწვევ მიზეზებზე ესაუბრებით, კარგი იქნება, თუ შემდეგ XVIII საუკუნის კარიკატურებს უჩვენებთ. ამ კარიკატურებზე ასახულია, სოციალური თვალსაზრისით რაოდენ მძიმე მდგომარეობა იყო საფრანგეთში რევოლუციის წინამორბედ ხანაში.

ფოტო 1

ფოტო 1

ფოტო 3


იქვე, თუკი საფრანგეთის რევოლუციის მიმართ მეზობელი ქვეყნების დამოკიდებულებაზე მსჯელობთ, შეგიძლიათ წარმოადგინოთ XVIII საუკუნის შემდეგი კარიკატურები:


ფოტო 4

ფოტო 5

კარიკატურების პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებს აუცილებლად უნდა მისცეთ საშუალება იმსჯელონ შემდეგ საკითხებზე:

 

კარიკატურა 1,2,3:

ა) თქვენი აზრით, ვის განასახიერებს ადამიანი, რომელიც ზურგით ორ სხვა ადამიანს მიათრევს?

ბ) თქვენი აზრით, ვის განასახიერებენ ადამიანები, რომელიც სურათზე გამოსახული ადამიანის ზურგზე სხედან?

გ) რისი თქმა სურს კარიკატურის ავტორს?

 

კარიკატურა 4, 5, 6:

ა) თქვენი აზრით, კარიკატურები საფრანგეთის რევოლუციის მომხრეებისა შექმნილია თუ მისი მოწინააღმდეგეების?

ბ) რას უსვამს ხაზს აღნიშნული კარიკატურები?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემთხვევაში მოსწავლეები უკვე გაკვეთილზევე შეძლებენ კონკრეტული მომენტისათვის აქტუალურ თემაზე მსჯელობას.