სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ამობეჭდვა4. ჩამოთვლის სახვითი ხელოვნების ძირითად ჟანრებს (ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი)
ტიპური აქტვობები
4. აქტივობა I: “პორტრეტული ჟანრი” (იხ. IV თავი).
კავშირო სხვა საგნებთან
ბუნ.1.2. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით. – აღწერს ადამიანს (საკუთარ თვს თვალსაჩინო გარეგანი ნიშნების მიხედვით).
შენიშვნა
4. I. ასეთივე ტიპის აქტივობით ვაცნობთ მოსწავლეებს სხვა ჟანრების (ნატურმორტი, პეიზაჟი) ცნებას და მათ მთავარ მახასიათებლებს.
4. აქტივობა II. “ავტოპორტრეტი”*
მოსწავლეები ხატავენ ავტოპორტრეტს. პირველ კლასში ეს აქტივობა ტარდება ორჯერ – წლის დასაწყისში და წლის ბოლოს. მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს ავტოპორტრეტის შესახებ, განმარტავს, რომ ავტოპორტრეტი ეწოდება პორტრეტს, რომელშიც ადამიანი საკუთარ თავს გამოსახავს. მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებილ ავტოპორტრეტებს. ამის შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს ისეთი ავტოპორტრეტის დახატვას, სადაც ისინი საკუთარ თავს მთელი ფიგურით გამოსახავენ (არ დახატონ მხოლოდ სახე!). მოსწავლეები პატარა (სახატავი ფურცლების ნახევარი) ზომის ფურცლებზე (ვერტიკალური ორიანტაცია) ფერადი ფანქრებით ან ფლომასტერებით ხატავენ ავტოპორტრეტს. ყოველმა მოსწავლემ თავის ნახატს ქვევით, ფეხებთან უნდა გაუკეთოს წარწერა – რაც შეიძლება ლამაზად დააწერონ სახელი, გვარი და ასაკი.
რესურსი
4. II. სახატავი ფურცლების ნახევარი, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები. ვიზუალური მასალა იხ. დანართში - “ავტოპორტრეტები”.
შენიშვნა
4.II. ხელოვნების ამა თუ იმ ჟანრის უკეთ ასათვისებლად მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს რომელიმე მათგანის, მაგ. პორტრეტის ამსახველ რეპროდუქციებს და უხსნის მოსწავლეებს, რომ სურათი, რომელზეც ადამიანია გამოსახული, პორტრეტულ ჟანრს მიეკუთვნება. პორტრეტი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი: მხოლოდ სახე, ან ადამიანი მთლიანად, ჯგუფური, ავტოპორტრეტი და სხვა.
* მოსწავლეები ავტოპორტრეტებს ყოველ წელს ხატავენ. ყველა ავტოპორტრეტი ერთად უნდა დამაგრდეს ერთ დიდ ფორმატზე და წლის ბოლოს გამოიფინოს. მოსწავლეების ავტოპორტრეტები ინახება ცალკე საქაღალდეში და წლების მიხედვითაა აკინძული. მასწავლებელს შეუძლია ავტოპორტრეტების კომპიუტერით დაპატარავება და ყველას ერთად ერთ ფურცელზე აწყობა. ასეთი წლების მიხედვით გაკეთებული კლასის “ჯგუფური პორტრეტები” (წლის ბოლოს გადაღებული კლასის ფოტოს მსგავსად) უნდა ამოიბეჭდოს და სკოლის დამთავრებისას, წლების მანძილზე შეგროვებულ ნამუშევრებთან ერთად, გადაეცეს მოსწავლეებს სამახსოვროდ.
კავშირო სხვა საგნებთან
ბუნ.1.2. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით. – აღწერს ადამიანს (საკუთარ თვს თვალსაჩინო გარეგანი ნიშნების მიხედვით).