4. ქმნის პლასტილინისგან მარტივ ფორმებს

ტიპური აქტივობა

4. აქტივობა პლასტილინის თაგვი

მოსწავლეები სწავლობენ ცხოველის (თაგვის) გაკეთებას. ხელისგულებით ამრგვალებენ პლასტილინის ნაჭრებს და ამზადებენ სხვადასხვა ზომის ბურთებს. ყველაზე დიდი ბურთი ტანია, რომელიც შეიძლება ხელისგულებით ოდნავ დაგრძელდეს. შედარებით პატარა – თავი. ორი ერთნაირი ზომის ბურთი ცერა და საჩვენებელი თითებით ოდნავ დაიჭყლიტება და გამოვა ყურები. ყველაზე პატარა ბურთი – ცხვირია. დანარჩენ ბურთებს (ფეხები) ხელისგულებით დააგრძელებენ და ტანზე მიამაგრებენ. ამგვარადვე გაკეთდება კუდიც. თვალების გაკეთება სხვა ფერის პლასტილინით ან მძივებითაც შეიძლება. შესაძლებელია ფანქრის ან საწერკალმის წვერითაც. შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს სხვა ცხოველის იმავე დეტალების (ტანი, თავი, კი - დურები, თვალები) გამოყენებით გაკეთებას, თუმცა, სასურველია ამჯერად სხვა დეტალების - ფრთები, ქოჩორი და ა.შ. - დამატებაც. 

 

რესურსები

4. პლასტილინი ან მარილიანი ცომი. 

 

შენიშვნა

4. პლასტილინის ნაცვლად შეიძლება გამოყენებამარილიანი ცომის – 1 ჭიქა მარილი, 1 ჭიქა პურის ფქვილი, ¾ ჭიქა წყალი. შრება თავისით 2-3 დღეში ან ცხვება ქურაში დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით, 30 – 40 წუთი. ქურაში გამომცხვარი ნაკეთობის შეღებვა გუაშის საღებავით  შეიძლება. მსგავსი აქტივობა – სათამაშო  ცხოველის დამზადება თექის ბურთებით.