აქტივობა 4. ელექტროქურის მქ კოეფიციენტის განსაზღვრა

აქტივობის  მიზანი: 

ელექტროქურის მქ კოეფიციენტის განსაზღვრა

 

რესურსები:

ელექტროქურა (ან ნათურა), ამპერმეტრი, ვოლტმეტრი, დენის წყარო,  შემაერთებელი სადენები, ჩამრთველი, ალუმინის ჭურჭელი (კალორიმეტრის შიგა ჭურჭელი), სასწორი, თერმომეტრი, წამმზომი.

მითითება:  თუ ექსპერიმენტს ლაბორატორიაში არსებული ელექტრული ქსელის გამოყენებით ატარებთ, სასურველია, უსაფრთხოების მიზნით, ის ჩატარდეს სადემონსტრაციო მაგიდაზე მასწავლებლის უშუალო ზედამხედველობით.

სამუშაოს I  ნაწილი

სამუშაოს მიმდინარეობა

მოსწავლეები:

  • სასწორის საშუალებით განსაზღვრავენ ალუმინის ჭურჭლის მასას;
  • ალუმინის ჭურჭელში ჩაასხამენ 100 გ. მასის წყალს;
  • გაზომავენ წყლის საწყის ტემპერატურას (რომელიც, ცხადია, ასევე ჭურჭლის საწყისი ტემპერატურაა);
  • დადგამენ წყლიან ჭურჭელს ელექტროქურაზე და აცხელებენ 20-300C -ით;
  • ჩაინიშნავენ დროს, რა დროის განმავლობაშიც წყალი ცხელდება საბოლოო ტემპერატურამდე;
  • გაზომვის შედეგებს შეიტანენ ცხრილში.  

ჭურჭლის

მასა

 m, კგ 

წყლის

მასა

m, კგ 

ალუმინის

კუთრი

სითბოტევადობა,

cჭ, ჯ/კგ. K 

წყლის

კუთრი

სითბოტევადობა,

c  ჯ/კგ.0c

წყლის

(ჭურჭლის)

საწყისი

ტემპერატურა,

t0, 0

წყლის

(ჭურჭლის)

საბოლოო

ტემპერატურა

t,  0c

გაცხელების

დრო,

τ, წმ

წყლის

გაცხელებაზე

დახარჯული

სითბოს

რაოდენობა,

Q1, ჯ 

ქურის

მიერ

გაცემული

მთლიანი

სითბოს

რაოდენობა,

Q2, ჯ 

ქურის

მქკ,

 

                 
  • ცხრილის მონაცემების მიხედვით გამოითვლიან:

ა)  სისტემის (წყალი-ჭურჭელი) გათბობაზე დახარჯულ სითბოს რაოდენობას Q1 = (t-t0) (cm + cm);

ბ) ქურის მიერ გაცემულ მთლიან სითბოს რაოდენობას  Q2 = P τ სადაც P ქურის სიმძლავრეა;

 

შენიშვნა:  ქურის სიმძლავრე აღნიშნულია მის ტექნიკურ მონაცემთა პასპორტში ან შესაძლებელია ის განისაზღვროს იმ ექსპერიმენტის საშუალებით, რომელიც აღწერილია მე-3 აქტივობაში.

გ) ქურის მქ კოეფიციენტს გამოითვლიან ფორმულით:  η = (Q1/Q2) . 100%

  • გამოთვლის შედეგებს შეიტანენ ცხრილში.