4. იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას

ტიპური აქტივობა

შენიშვნა

4. მასწავლბელმა ამ ეტაპზე თავად უნდა განსაზღვროს (ცხადია, მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით) შეთავაზებული დავალებისთვის საჭირო დრო და აუცილებლობის შემთხვევაში, გადაანაწილოს იგი 2-3 გაკვეთილზე. თუ მოსწავლე ბეჯითად, მაგრამ ნელა მუშაობს, არ დააჩქაროს და მისცეს მას დავალების დასვენებაზე დასრულების შესაძლებლობა. ხოლო თუ მოსწავლე ცელქობს, ან ზარმაცობს და ტყუილად აცდენს დროს, მასწავლებელს შეუძლია, მისი დაუმთავრებელი ნამუშევარი (რაც არ უნდა კარგი იყოს), არ ჩაიბაროს, რაც გულს დასწყვეტს მოსწავლეს და შედეგად, შემდგომში ნაკლებად მოცდება. თუ მოსწავლე უარს ამბობს სამუშაოს შესრულებაზე, მასწავლებელმა უნდა გაარკვიოს მიზეზი და ამის მიხედვით შესთავაზოს სხვა საქმიანობა – საღებავიანი წყლის გამოცვლა, ნახატების დახარისხება, ვინმეს დახმარება ან სულაც წიგნის დათვალიერება, ხოლო თუ მოსწავლე იმ მიზეზით ამბობს უარს მუშაობაზე, რომ ჰგონია, ვერ შეასრულებს, არ გამოუვა დავალება, მასწავლებელს შეუძლია დავალების  შეცვლა, ან გამარტივება.