4. ხატავს ლიტერატურული ნააწრმოების პერსონაჟებს და ეპიზოდებს

ტიპური აქტივობა

4. აქტივობა “მოსმენილი ნაწარმოების დასურათება”

მასწავლებელი უამბობს ან წაუკითხავს მოსწავლეებს მითს (ჰერაკლე, ამირანი და სხვა) ან ზღაპარს და სთხოვს მოსწავლეებს ნამუშევრის შესრულებას ამ თემაზე.  მოსწავლეებმა უნდა დახატონ რომელიმე გმირი, ეპიზოდი ან დაასრულონ სიუჟეტი, როგორც თავად სურთ. “გმირებისგან” განსხვავებით, ეს აქტივობა მეტ კონკრეტიკას მოითხოვს.


რესურსი

4. ნებისმიერი სახატავი მასალა.

 

კავშირი

4. ლიტერატურა.


შენიშვნა

 

4. ეს აქტივობა გუნდშიც შეიძლება შესრულდეს. ამ შემთხვევაში მასწავლებელი და მოსწავლეები წინასწარ უნდა შეთანხმდნენ  ამა თუ იმ ეპიზოდის სავარაუდო შემსრულებლებზე. ხოლო გამზადებული ნამუშევრები ან სიუჟეტური თანმიმდევრობით გამოიფინება, ან აიკინძება დასურათებულ წიგნად. კავშირი ..I.11.5