2. ამოიცნობს, ასახელებს და გამოსახავს ნამუშევარში ბუნებაში არსებულ ფერებს და ფორმებს

ტიპური აქტივობა

2. აქტივობა “ხედი ჩემი ფანჯრიდან” 

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ფანჯარაში გაიხედონ, გაიხსენონ და ჩამოთვალონ ძირითადი ფერის საგნები და აღწერონ მათი ფორმა. მაგ. სახლის სახურავი წითელია და სამკუთხა ფორმისაა, მზე მრგვალია და ყვითელი, სარეკლამო აბრა ლურჯია და ოთხკუთხედი. მოსწავლები ასრულებენ ნამუშევარს “ხედი ჩემი ფანჯრიდან”, სადაც წარმოსახვით, მარტივი გეომეტრიული ფორმებით დახატავენ და გააფერადებენ ქუჩას. 

 

რესურსი

2. ნებისმიერი სახატავი მასალა.

 

შენიშვნა

2. მსგავსი აქტივობა შეიძლება ჩატარდეს ექსკურსიის ან შესვენების დროს სკოლის ეზოში.