აქტივობა 37. ამა თუ იმ ისტორიული პერიოდის გაზეთის შედგენა

შედეგი:

ისტ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.6.მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება.

ისტ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VII.9.მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.

ისტ.VII.10.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.

ისტ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები.

ისტ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.

ისტ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ვაჭრობის მნიშვნელობაზე ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

ისტ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.

ისტ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია ახსნას სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

ისტ.VIII.10.მოსწავლეს შეუძლია ახსნას კანონის უზენაესობის მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის.

ისტ.VIII.11.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანის უფლებების საფუძვლები და მათი განვითარების ისტორიული პირობები.

ისტ.VIII.12.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი პირობები.

ისტ.VIII.15.მოსწავლეს შეუძლია მსოფლიოში არსებული რელიგიური სისტემების კლასიფიცირება და მათ შორის არსებული მსგავსება- განსხვავებების გააზრება.

ისტ.VIII.17.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს განათლების სისტემის საფუძვლები.

ისტ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გააანალიზოს ამ მხარეთა საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.

ისტ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ისტ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო- მმართველობითი სტრუქტურები.

ისტ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

ისტ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

ისტ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.

 

შენიშვნა:

გამჭოლი კომპეტენციები : წიგნიერება

 

რესურსები:

ფურცელი, მარკერი, ფლიპჩარტი, ფლომასტერები

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება, ხელოვნება, ლიტერატურა

 

აქტივობის აღწერა:

დაავალეთ მოსწავლეებს რომელიმე ისტორიული პერიოდის კონკრეტული დღის ამსახველი დღის ან კვირის გაზეთის შედგენა. ხელის შემშლელ გარემოებად ნუ ჩათვლით იმას, რომ გაზეთი შედარებით გვიანდელი კულტურის ელემენტია. ასეთი ანაქრონიზმი ერთგვარად საინტერესოც იქნება. შეგიძლიათ ასეთ აქტივობას მინი-ლექციაც დაურთოთ იმის შესახებ, რა ასრულებდა სხვადასხვა ეპოქაში გაზეთის ფუნქციას.

კედლის გაზეთი

კედლის გაზეთი შეგიძლიათ ამგვარ ფორმატშიც შექმნათ; სხვადასხვა ეპოქასთან დაკავშირებული სტატიები კი აქ მოცემული ნიმუშის ანალოგიურად შეადგინოთ. აქ მოცემულ სტატიაში ერწუხის ბრძოლის წინა პერიოდის ანუ 1104 წლის მდგომარეობაა აღწერილი. მასში, პოლიტიკურის გარდა, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზეცაა ყურადღება გამახვილებული.