აქტივობა 33. მოვლენების მიზეზებისა და შედეგების ახსნა გრაფიკის მიხედვით

შედეგი:

ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები.

ისტ.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია გამოყოს და დაახასიათოს მნიშვნელოვანი მოგზაურობები.

ისტ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.

ისტ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ვაჭრობის მნიშვნელობაზე ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

ისტ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.

ისტ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია ახსნას სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

ისტ.VIII.11.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანის უფლებების საფუძვლები და მათი განვითარების ისტორიული პირობები.

ისტ.VIII.13.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე.

ისტ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

ისტ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

ისტ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.

 

შენიშვნა:

სემიოტიკური კომპეტენცია

 

რესურსები:

თემატური რუკები, დაფა, მარკერი

 

კავშირი სხვა საგნებთან:

გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება

 

აქტივობის აღწერა:

საბაზო საფეხურზე ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას მოსწავლისთვის ისტორიულ თემებზე მსჯელობის უნარის გამომუშავება წარმოადგენს. მოსწავლეებმა ამ ეტაპზევე უნდა გააცნობიერონ, რომ როგორც ისტორიაში, ასევე ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველა მოვლენას თავისი მიზეზი აქვს და რომ ერთმანეთს ისეთი მოვლენებიც შეიძლება უკავშირდებოდეს, რომელთა შორის კავშირები ერთი შეხედვით არ ჩანს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ 33-ე, 34-ე და 35-ე აქტივობები.

დაფაზე ან ბილბორდზე დაწერეთ რომელიმე ისტორიული მოვლენის დასახელება, რომელსაც ეპოქალური მნიშვნელობა ჰქონდა. გაუკეთეთ მას ზემოთ და ქვემოთ მიმავალი ნიშნულები, შემდეგ კი მოსწავლეებთან ერთად დაასათაურეთ ისინი. ზემოთ ამ მოვლენის მიზეზები ჩაწერეთ, ქვემოთ კი – შედეგები. შეეცადეთ სხვადასხვა მოვლენის სახელები დაფაზე იმგვარად ეწეროს, რომ შედეგების დაწერის მომენტში ისინი ერთ სიბრტყეზე აღმოჩნდნენ განთავსებულნი.

კარგი იქნება, თუ ამ აქტივობას ხშირად მიმართავთ. იგი მოსწავლეებს კარგ წარმოდგენას შეუქმნის ისტორიული პროცესების არსის შესახებ.

 

მაგალითის სახით წარმოგიდგენთ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემთხვევას:

დიდ გეოგრაფიული აღმოჩენები