აქტივობა 31. საფეხბურთო მატჩის ტენდენციურად კომენტირება

შედეგი:

ისტ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VIII.14.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების კვლევა.

ისტ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ისტ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

 

შენიშვნა:

გამჭოლი პრიორიტეტებიდან: წიგნიერება, ციფრული წიგნიერება, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია

 

რესურსები:

აუდიო-ვიდეო-ფონო მასალა

 

კავშირი სხვა საგნებთან:

სამოქალაქო განათლება

 

აქტივობის აღწერა:

ისტორიულ მეცნიერებაზე სასაუბროდ შეგიძლიათ სასწავლო პროცესისგან ერთი შეხედვით ისეთი დაშორებული მოვლენაც გამოიყენოთ, როგორიც საფეხბურთო მატჩია. საამისოდ საჭიროა კლასში სპორტით გატაცებული ორი მოსწავლე შეარჩიოთ. როდესაც ფართო რეზონანსის მქონე სპორტული აქტივობა იგეგმება, დაავალეთ მათ, მეორე დღისთვის მოამზადონ კომენტარები აღნიშნული მატჩის შესახებ; ოღონდ სთხოვეთ, მასალა სუბიექტურად წარმოადგინონ: ერთ-ერთმა მათგანმა მშობლიური გუნდის თამაში დადებითი კუთხით დაახასიათოს, მეორემ კი – უარყოფითად.

თუკი კომენტარი ეფექტურად წარიმართება, მოსწავლეები კარგად გააცნობიერებენ, რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ისტორიული ინტერპრეტაცია.