3. ჩამოთვლის საჰაერო, საბალეტო, თეატრალურ წარმოედგენებს, რომლებსაც დასწრებია და საუბრობს მიღებულ შთაბეჭდილებაზე

ტიპური აქტივობ

3. აქტივობა თამაში “ცოცხალი სურათები” 

მოსწავლეები იყოფიან გუნდებად, რომელთაგანაც ერთ-ერთს მასწავლებელი აძლევს დავალებას, მათთვის ნაცნობი ნაწარმოებების მიხედვით, წარმოადგინონ “ცოცხალი სურათი”, რომელიც ხელოვნების ამა თუ იმ დარგის ნაწარმოებს განასახიერებს. სხვა გუნდების წევრებმა უნდა გამოიცნონ, ხელოვნების რომელი დარგია წარმოდგენილი “ცოცხალ სურათზე”. მოსწავლეები განასახიერებენ სცენებს თეატრალური წარმოდგენებიდან ან იმ ცნობილი სურათებიდან, რომლებიც მუზეუმში (ან რეპროდუქციებზე) უნახავთ (მაგ. სცენები ვერმეერის ტილოებიდან, რაფაელის “ათენის სკოლა”, ფიროსმანის პერსონაჟები). განასახიერებენ აგრეთვე რომელიმე ცნობილ ქანდაკებას (მაგ. “ქართლის დედა,” “კიდევაც დაიზრებიან”, “გალაკტიონი,” და სხვა). თუ მეორე გუნდმა გამოიცნო, რა დარგი ან რომელი ნაწარმოები იყო წარმოდგენილი, მათ ქულა ეწერებათ.

ცოცხალი სურათები

 

რესურსი

3. "ცოცხალი სურათებისთვის” საჭირო რეკვიზიტი, რეპროდუქციები, ვიდეო მასალა.

 

კავშირი სხვა საგნებთან

3. ლიტერატურა, მუსიკა.


შენიშვნა

3. სასურველია, სკოლამ მოაწყოს ექსკურსიები მუზეუმებსა და წარმოდგენებზე ან აჩვენოს მოსწავლეებს შესაფერისი (ვიდეო, აუდიო, ინტერნეტი) მასალა. უმჯობესია “ცოცხალი სურათების” სახით წარმოდგენილი იყოს ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც მოსწავლეების უმეტესობისთვის კარგადაა ცნობილი.