აქტივობა 3. საპრეზენტაციო მასალის განზოგადება პირადი გამოცდილების საფუძველზე

WordSection1">

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, საქართველოში მცხოვრები ეროვნებების რომელიმე დღესასწაულზე მოიძიონ ინფორმაცია. არ არის აუცილებელი, მასალა იყოს ლიტერატურიდან ან ინტერნეტიდან ამოღებული. შესაძლებელია სხდასხვა ეროვნების ადამიანებისგან აიღონ „ინტერვიუ” მათთვის საინტერესო საკითხებზე. სასურველია, გამოიყოს რამდენიმე დღესასწაული: სომხური ვართავარი, აზერბაიჯანელების რამადანი, ებრაელების ხანუქა, კათოლიკების შობა და ა.შ. პრეზენტაციის შემდეგ მოეწყობა დისკუსია, სადაც განიხილავენ ერთმანეთის ნამუშევრებს და გაავლებენ მათ მიერ განხილულ დღესასწაულებს შორის პარალელს.


რესურსები

სახელმძღვანელო; წყაროების სახით შეიძლება მივაწოდოთ მარტივი ტექსტები ქართულ ფოლკლორზე. (ტექსტური მასალა მასწავლებლებისათვის და წყაროები მოსწავლეებისათვის).

 

კავშირი სხვა საგნებთან

  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • მუსიკა;
  • ცეკვა;
  • სიმღერა.