აქტივობა 3. პირადი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება

გაკვეთილის დაწყებამდე მოსწავლეებს ევალებათ გამოკითხვის ჩატარება ახლობლების წრეში – რა არის მათთვის რელიგია, როგორ ესმით ღმერთის რწმენა, რა ადგილი აქვს რელიგიას მათ ცხოვრებაში და ა.შ. კითხვები ჩამოაყალიბონ თავად. სასურველია შეარჩიონ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. დავალება ეძლევათ ჯგუფებს. გაკვეთილზე თითოეულმა ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს გამოკითხვის შედეგები. დაფაზე ივსება ცხრილი, რომელიც წინასწარ არის მომზადებული.

V-VII.20.3

მოსწავლეების შემდეგი დავალებაა, დაასკვნან, რა როლი აქვს ადამიანების ცხოვრებაში რელიგიას, როგორ ასრულებენ რელიგიურ რიტუალებს სხვადასხვა ეროვნების ადამიანები და აღნიშნონ მათთვის დამახასიათებელი საერთო ნიშნები. თიოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას და მიდის დაკსვნამდე, რომ ყველა რელიგია ჰუმანური ფასეულობების მატარებელია.


შენიშვნა

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება დაეუფლონ სემიოტიკურსა და სოციალურ და სამოქალაქო კომპეტენციებს.

 

რესურსები

  • სქემა, დაფა, რვეული, საწერ-კალამი, Pover Point-ში დამუშავებული სლაიდები;
  • საქართველოს ადმინისტრაციული რუკა, რელიგიების გავრცელების არეალების რუკა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

მასწავლებელს შეუძლია, ჯგუფების რაოდენობიდან გამომდინარე გაამრავალფეროვნოს დავალებები, რაც მოსწავლეთა აქტიურობას მეტად შეუწყობს ხელს.