განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება

აქტივობის აღწერა

1. ნახატზე გარკვეული რაოდენობითაა გამოსახული ნინოს ხელთათმანები (ან წინდები, ან ფეხსაცმელები), ყოველი წყვილის ცალი და ყველა ერთმანეთისაგან განსხვავებული. მოსწავლეს ეკითხებიან, სულ რამდენი ცალი ხელთათმანი ჰქონია ნინოს.

2. მოსწავლეს ცხრილი ეძლევა მარცხენა და მარჯვენა სვეტებში ჩამწკრივებულ რიცხვებს შორის კავშირის დასადგენად. შესაბამისი რიცხვები მან ერთმანეთთან ხაზებით უნდა შეაერთოს.   

          
 
10          100
20          60
30          80
40          30
50          20
 
3. სურათზე საგნების ორი ერთნაირი კრებულია დახატული. ორივეში საგნები მეორდება, მაგრამ სხვადასხვანაირადაა გაფანტული.

ფიგურები

მოსწავლემ უნდა ჩამოთვალოს რაც შეიძლება მეტი ნიშანი, რომლითაც მარცხენა და მარჯვენა მხარეს დალაგებული კრებულები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ან საერთო აქვთ.  უნდა გავიგოთ, შეუძლია თუ არა ამ კრებულების დაუთვლელად შედარება და ხელი დაადოს კრებულს, რომელშიც უფრო მეტი ფიგურა ეგულება; თუ სწორად უპასუხა, ისიც თქვას, როგორ შეაფასა: დაწყვილებით (ანუ  ერთნაირი საგნების ერთმანეთთან დაკავშირებით), ორივე კრებულში თითო–თითო საგნის რიგრიგობით გადაშლით, თუ კრებულებში საგნების გადათვლით. ყველა ეს  ვარიანტი საჭიროებს შესაბამის კომენტარსა და დასკვნას.

4. მოსწავლემ დაუთვლელად უნდა შეადაროს იგივე კრებულები, როცა მეორე კრებულში, სულ ორი დიდი საგანია ჩამატებული. მან უნდა ახსნას, როგორ აპირებს ამის გაკეთებას და უტოლობის ნიშნით შესაბამისი რიცხვითი თანაფარდობაც ჩაწეროს, როგორიცაა, მაგალითად, 9 < 9 + 2.

5. საგანთა მოცემული კრებული მოსწავლემ ორ თანაბარ ნაწილად უნდა გაყოს და ეს პროცესი შესაბამისი ტოლობით, ვთქვათ, 12 = 6 + 6,  გამოსახოს. ან მოცემულ კრებულს ერთი მსგავსი ფიგურა მიახატოს და ისიც შესატყვისი (8 + 8 = 16) ტოლობით წარმოადგინოს.