აქტივობა 3. ლიტერატურული წრე

აქტივობის შესახებ:

ლიტერატურული წრე ხელს უწყობს მოსწავლეებს, უფრო მეტი შეიტყონ სხვადასხვა ტიპის, ჟანრისა და სტილის ტექსტების შესა­ხებ; შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეუძლიათ ზეპირად გამოხატონ პირადი დამოკიდებულება წაკითხულის მიმართ: კითხვის შედეგად აღძრული განცდები, შთაბეჭდილებები, განწყობა. აქტივობა კომპლექსური სახისაა და ფარავს კითხვისა და ზეპირმეტყველების მიმართულებებს.

აქტივობის მიზნები:

  • კრიტიკული კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • საკუთარი მოსაზრების/დამოკიდებულების გამოხატვის უნარ-ჩვევების განვითარება.

 

რესურსები:

აქტივობა საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს. შესაძ­ლებელია მოეწყოს სადისკუსიო წიგნის ირგვლივ შექმნილი / მოძიებული მასალების (ილუსტრაციები, პლაკატები) გამოფენაც.

 

აქტივობის აღწერა:

ლიტერატურულ წრეში მოსწავლეთა მცირე ჯგუფები ერთსა და იმავე ვადებში კითხულობენ წიგნს და რეგულარულად განიხილავენ უკვე წაკითხულ ცალკეულ ეპიზოდს, მონაკვეთს. მათ შეუძლიათ თავად გა­დაწყვიტონ, ერთსა და იმავე წიგნს წაიკითხავენ თუ სხვადასხვა წიგნს ერთსა და იმავე თემაზე. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასრულებენ წიგნის კით­ხვას, მოეწყობა დისკუსია.

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • მხატვრული ტექსტის ანალიზი და შეფასება;
  • საკუთარი მოსაზრების, დამოკიდებულების გამოხატვა და დასაბუთება.

 

მეთოდური მითითება:

სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეებს არდადეგებზე შესთავაზოს წასაკითხი წიგნების ჩამონათვალი. თუ ლიტერატურულ წრეში სასწავლო პროცესის დროს კითხულობენ წიგნს, მასწავლებელმა უნდა განუსაზღვროს მოსწავლეებს კითხვისთვის საჭირო დრო.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (შესაბამისი რესურსების: პლაკატების, ილუსტრაციების, მისთ. გამოყენების შემთხვევაში).

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

  • ქართ. VII. 3, 5, 7, 8, 9, 10;
  • ქართ. VIII. 1, 5, 6, 7, 8;
  • ქართ. IX. 2, 3, 6. 7, 8.