აქტივობა 3. ლექციის საშუალებით ინფორმაციის ისტორიულ-გეოგრაფიულ მახასიათებლების გააზრება

კლასი იყოფა ჯგუფებად. მასწავლებელი ურიგებს სხვადასხვა მხარის ტანსაცმლის ფოტოსურათებს. კლასში მოწაფეთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება მხარეების რაოდენობა. მთავარია, გათვალისწინებული იყოს მთის და ბარის მხარეები. მათ უნდა გაარკვიონ, რომელი მხარის სამოსია ფოტოზე, აღწერონ და გაარკვიონ, რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები ეროვნული სამოსის ჩამოყალიბებაზე. მაგალითად, მათ ასაკში ადვილად მიხვდებიან, რომ მთის შედარებით მკაცრი კლიმატის პირობებში, თბილ ტანსაცმელს, თვასაბურავს (სვანული ქუდი, ხევსურული კაბები) ხმარობენ. ჩოხის სიგრძეც რელიეფზეა დამოკიდებული (ბარში შედარებით გრძელი ჩოხაა, ვიდრე მთაშ). აქ სასურველია, მასწავლებელმა აჩვენოს საქართველოს რუკა, რომელზეც არის გამოსახული ქართული ტანსაცმლის ფოტოები.


რესურსები

  1. სახელმძღვანელო, დაფა და ცარცი;
  2. რევაზ ინანიშვლის ისტორიული მოთხრობა „ლოჭინში”;
  3. საქართველოს სხვადასხვა მხარის ეროვნული სამოსის სურათები;
  4. ძველი თბილისის, კონსერვატორიის, რუსთაველის თეატრის, ქაშუეთის ეკლესიის, ლიკანის სასახლის, ოპერისა და ბალეტის თეატრის ფოტოები;
  5. ტექსტი მასწავლებლისთვის.

 

კავშირი სხვა საგნებთან

  1. ლიტერატურა;
  2. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

  1. მეხუთე-მეექვსეკლასელ მოსწავლეებთან კულტურის დარგებზე საუბარი მიზნობრივად არ ხდება. ამ საკითხებს ვეხებით თანდათან, სხვა კონტექსტებიდან გამომდინარე. დროთა განმავლობაში ბავშვებს უგროვდებათ ცოდნა ამ საკითხზე, რომელსაც შეიძლება ერთ რომელიმე გაკვეთილზე მოვუყაროთ თავი და განვაზოგადოთ ან პირიქით – შეიძლება ერთმა თემამ მოგვცეს იმის საშუალება, რომ რამოდენიმე დარგზე გავაკეთოთ აქცენტი. მაგალითისთვის მოვიყვანთ ერთ გაკვეთილს, სადაც საუბარია სამონასტრო ცხოვრებაზე. ეს საკითხი ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეიძლება განიხილებოდეს რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით: ან ასურელ მამებთან, ან რელიგიის საკითხთან, ან განათლებისა და კულტურის ცენტრებთან და ა.შ. ყველა შემთხვევაში, მასწავლებელი გვერდს ვერ აუვლის ასეთ მნიშვნელოვან თემას.
  2. მოსწავლე უნდა აცნობიერებდეს, რომ კულტურული ადამიანის ცნება, პირველ რიგში, მის წიგნიერებასთან არის დაკავშირებული. ამ საკითხზე ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა უმჯობესია, ისეთი მაგალითები მოვუყვანოთ, რაც მათთვის გარკვეულწილად ნაცნობი იქნება.” ჩვენი საქართველოს” კურსიდან ავირჩიოთ ნებისმიერი საკითხი, მაგალითად, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა და გამოვყოთ ცალკე საკითხად მისი დამოკიდებულება წიგნებთან.