აქტივობა 3. კლასიფიკაცია

კლასი იყოფა ჯგუფებად. ჯგუფის წევრებმა უნდა ჩამოთვალონ მათთვის ცნობილი ბუნებრივი რესურსები და განსაზღვრონ, რა სახისაა ისინი, რაში გამოიყენებს ადამიანი (საკვებად, საშენ მასალად), რამდენად მნიშვნელოვანია და ა.შ. მცირე დისკუსიის შემდეგ მათ უნდა დაალაგონ რესურსები მნიშვნელობის მიხედვით.

ცხრილი 1. V-VI. 12. აქრივობა 3.

აქ მნიშვნელოვანია, გაიაზრონ, რომ ამ კითხვაზე არ არსებობს სწორი პასუხი, მოსწავლეებს ჯგუფებში გაუჭირდებათ კონსენსუსის მიღწევა. მათი მოსაზრებები შეიძლება, პირდაპირ უკავშირდებოდეს მათ იმჟამინდელ განწყობასა და მოთხოვნილებებს – შიათ, წყურიათ, ცივათ თუ ცხელათ.


შენიშვნა

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება დაეუფლონ წიგნიერებისა და სემიოტიკურ კომპეტენციებს

 

რესურსები

კედლის რუკა „სამხრეთი კავკასია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში”. საქართველოს ფიზიკური და რესურსების რუკა. ფორმატები.

 

კავშირი სხვა საგნებთან

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

მანგანუმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია. მისი აღმოჩენისა და მსოფლიო ბაზარზე გატანის ამბავი აკაკი წერეთლის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ მან შეარქვა ამ რესურსს „შავი ოქრო”.

მანგანუმი ჭიათურის რაიონში მოიპოვება. მისი მოპოვება ევროპელმა მრეწველებმა დიწყეს მე-19 საუკუნეში. მოპოვებულ ნედლეულს ჭიათურიდან ურმებით ეზიდებოდნენ ფოთამდე, სადაც გემებში ტვირთავდნენ და ევროპაში გაჰქონდათ. ეს უმძიმესი შრომა გარკვეულწილად შეამსუბუქა საქართველოში რკინიგზის გაყვანამ და პირველი მონაკვეთი სწორედ ფოთიდან ზესტაფონამდე (მაშინდელ შორაპნამდე) მიიყვანეს მანგანუმის გასატანად.

მანგანუმის მრეწველობამ ზემო იმერეთის ეს ღარიბი მხარე მსოფლიო ეკონომიკასთან დააკავშირა. რკინიგზის გაყვანა გრძელდებოდა და საბოლოოდ, როდესაც მან ბაქოს მიაღწია, მისი საშუალებით ორი ზღვა დაუკავშირდა ერთმანეთს – შავი ზღვა და კასპიის ზღვა. ამან დიდად შეუწყო ხელი ეკონომიკურ კავშირებს მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. რკინიგზის საშუალებით ეკონომიკის მრავალი დარგი წარმოიშვა და განვითარდა.

ერთი შეხედვით, მეხუთე-მეექვსეკლასელი მოსწავლეებისათვის მარტივი არ უნდა იყოს ამგვარი საკითხების გაგება, მაგრამ თუ თვალსაჩინოებას მოვიშველიებთ, ძალიანაც არ უნდა გაუჭირდეთ.

მოსწავლემ უნდა გაიაზროს ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში მათი-უდიდესი ნაწილი შეიძლება ამოიწუროს, ამიტომაც გაფრთხილება სჭირდება.