აქტივობა 3. გეგმის საშუალებით ინფორმაციის ინტერპრეტირება

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი წყვილებში სამუშაოდ ურიგებს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ, ქალაქის ერთ-ერთი უბნის პირობით გეგმას. ასევე გამზადებული აქვს ინსტრუქციები, თუ რა სახის კითხვებს უნდა უპასუხონ მოსწავლეებმა.

ქალაქის პირობით გეგმა


1.რა ტიპის ტრანსპორტია მოცემულ ქალაქში განვითარებული?

 

__________________________________

2. რა დაწესებულებებია მოცემულ ქალაქში?    

                                     

 

__________________________________

3.რა დაწესებულებებია შენს ქალაქში/ან ქალაქში,რომელშიც შენ ნამყოფი ხარ?                                                                                          

 

__________________________________

4.სად შეიძლება თავისუფალი დრო გაატაროს ამ ქალაქის მაცხოვრებელმა ან სტუმარმა?    

 

__________________________________

5.დაიტანე მარშრუტი სკოლა №5-დან ზოოპარკამდე, რა ობიექტებს მოინახულებდი გზაზე, თუკი თავისუფალი დრო გექნებოდა და შეძლებდი ნებისმიერი დაწესებულების მონახულება? სად შეისვენებდი? წაიხემსებდი? 


 

 

__________________________________

6. დააკვირდი გეგმას და გააკეთე დასკვნები, რა საქმიანობას ეწევა ამ ქალაქის მოსახლეობა (მათი პროფესიები)?  

                                     

 

__________________________________

7.დააკვირდი ობიექტებს გეგმაზე და გააკეთე დასკვნები, რა ფუნქციები აქვს ამ ქალაქს? მოიყვანე არგუმენტები, რაც ასეთი დასკვნების გაკეთების საშუალებას გაძლევს.

 

                                     

8.რა ობიექტებს დაამატებდი ამ ქალაქის ნორმალური ფუნქციონირებისთვის?                                                                             

 

 

__________________________________




__________________________________

 

ამ დავალების შესრულების შემდეგ რამდენიმე მოსწავლე გამოდის და პასუხობს კითხვებს.

მან უნდა დაასახელოს მოცემული ქალაქის (კითხვა 7) საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული, რეკრეაციული/დასასვენებელი, კულტურულ-სამეცნიერო, სატრანსპორტო, ჯანდაცვითი ფუნქციები. მაგ: რეკრეაციულ ფუნქციაზე მეტყველებს სკვერის, ბავშვთა პარკის, ზოოპარკის, მდინარის, კუს ტბის, სტადიონის არსებობა; კულტურულ-სამეცნიერო ფუნქციაზე – ისტორიული და ხელოვნების მუზეუმის არსებობა, ბიბლიოთეკა და ეკლესია; მთავრობის სახლის არსებობა კი ამ ქალაქის ადმინისტრაციულ ფუნქციაზე მიგვანიშნებს (ქვეყნის ან ადმინისტრაციული ერთეულის დედაქალაქი) და სხვა.

მერვე კითხვაზე საპასუხოდ მოსწავლემ უნდა განსაზღვროს, რომ გეგმაზე არ არის დატანილი კვებისა (კაფე, რესტორანი და სხვა) და სავაჭრო ობიექტები (სასურსათო და სხვა მაღაზიები), რაც ყველა დასახლებული პუნქტისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. სავარაუდოდ, ქალაქში უნდა იყოს სამრეწველო ობიექტები, სასტუმროები და სხვა, სადაც ხალხი დასაქმდება, ტურისტები ჩამოვლენ. ვფიქრობთ, ამ კითხვაზე მოსწავლეები განსხვავებულ პასუხებს მოგცემენ.

შემდეგ მსჯელობენ, რომელი ფუნქციის გარეშე ვერ იარსებებდა ქალაქი. მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს სწორი პასუხის გაცემაში.

 

შენიშვნა

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებაში.

მე-3 აქტივობა გადის სწავლების სოკრატისეულ მეთოდზე.

 

რესურსები 

საქართველოს სხვადასხვა მხარისა და საცხოვრებელი სახლების ფოტოსურათები, სლაიდები, ვიდეოფილმები, საქართველოს ფიზიკური და კონტურული რუკები. ადგილის გეგმა, კითხვარი, ინსტრუქცია.

 

კავშირი სხვა საგნებთან

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთან ერთად შესაძლებელია, გამოძერწონ ან გააკეთონ საცხოვრებელი სახლებისა და კოშკების მარტივი მაკეტები.

მესამე აქტივობის შესასრულებლად მასწავლებელი ასრულებს ფასილიტატორის როლს და მოსწავლეებს არ აწვდის წინასწარ გამზადებულ პასუხებს, მათ თავად აძლევს საშუალებას, კითხვებით მივიდნენ სწორ პასუხამდე. მასწავლებელი მოსწავლეს სთავაზობს საწინააღმდეგო მოსაზრებას, რომელსაც მოსწავლე არგუმენტირებულად ეწინააღმდეგება, რითიც საკუთარ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს.