3. აწყობს მოზაიკას სხვადასხვა მასალით (ჭრის, ხევს, აწებებ ქაღალდებს, ფოთლებს და ა.შ.)

ტიპური აქტივობა

3. აქტივობა  "ფანქრების დეკორატიული ჩასადები"

მოსწავლეებმა კონსერვის ან არაჟნის ცარიელ ქილას გარედან უნდა დააწებონ ჟურნალის წვრილად დაკუწული ფერადი ფურცლები და გააკეთონ ფანქრების დეკორატიული ჩასადები. ქილებს, გასალამაზებლად, შეიძლება დაამატონ ნებისმიერი მასალა – ფერადი ქაღალდისგან, ნაჭრისგან გამოჭრილი ყვავილები, მძივები, მარცვლეული და სხვა. მოსწავლეებს შეუძლიათ დავალების გასართულებლად ფერადი ქაღალდების ნაკუწების ქილაზე გარკვეული სის ტემის მიხედვით დაწებება – ერთნაირი ფერის ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ზოლების მონაცვლეობით ან სცადონ რაიმე მარტივი გეომეტრიული ფორმების აწყობა მოზაიკის პრინციპით. ტემის მიხედვით დაწებება – ერთნაირი ფერის ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ზოლების მონაცვლეობით ან სცადონ რაიმე მარტივი გეომეტრიული ფორმების აწყობა მოზაიკის პრინციპით.

კავშირი ს.გ.I.2.–3.

 

რესურსები

3. კონსერვის ან არაჟნის ცარიელი ქილა, წებო. წვრილად დაკუწული ჟურნალის ფერადი  ფურცლები, ჭრელი ნაჭრების მონაჭრები, ბრინჯი, წიწიბურა, ქვიშა, ღილები, მძივები. 


შენიშვნა

3. სხვა დროს შეიძლება, ქილას მხოლოდ მარცვლეული დააწებონ – ამ ასაკში გაუჭირდებათ რაიმე ორნამენტის შექმნა. ამიტომ, საკმარისია სხვადასხვა მარცვალი ფერების მიხედვით, ზოლებად დააწებონ (ბრინჯის თეთრი ზოლი, წიწიბურას ყავისფერი ზოლი, ისევ ბრინჯის....) მასწავლებელმა, უსაფრთხოების მიზნით, ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ კონსერვის ქილას თავსახური ჰქონდეს სუფთად მოჭრილი.