აქტივობა 3. აბა, გამოიცანი!

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ხელს უწყობს კრიტიკული მოსმენისა და კრიტიკული ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

აქტივობის მიზნები:

  • მოსმენის უნარის განვითარება;
  • კრიტიკული ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება.

 

რესურსები:

ტექსტების აუდიოჩანაწერები.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

ინდივიდუალური.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს მოკლე, კონკრეტული კონტექსტიდან ამოღებულ ნაწყვეტს, მაგალითად, დიალოგის ან დისკუსიის ნაწილს, საუბრის ფრაგმენტს. შინაარსის, საუბრის სტილის, ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურისა და სხვა ენობრივი ნიშნების მიხედვით მოსწავლეებმა უნდა გამოთქვან ვარაუდები, თუ ვისთვისაა გამიზნული მოსმენილი ტექსტი / რა აუდიტორიისთვისაა გამიზნული, აღადგინონ კონ­ტექსტი, განსაზღვრონ საკომუნიკაციო სიტუაცია. მოსწავლეებმა მოსმენილი ტექსტის მონაცემებზე დაყრდნობით უნდა დაასაბუთონ, რატომ ფიქრობენ ასე, რა მინიშნებას ეყრდნობიან აზრის გამოთქმისას.

 

შეფასება:

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ენობრივ-გრამატიკულ ფორმებზე დაკვირვების გზით აუდიტორიის განსაზღვრა;
  • კრიტიკული მოსმენა.

 

მეთოდური მითითება:

მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსასმენი მასალა არ იყოს ძალიან ნათელი, ანუ იძლეოდეს ინტერპრეტაციის საშუალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტივობა უინტერესო გამოვა.