3. გამოსახავს წარმოსახვით გარემოს

ტიპური აქტივობა

3. აქტივობა “დახატე, არარსებული” 

წარმოსახვის, ფანტაზიის, სტიმულის წასახალისებლად მასწავლებელმა, შესაძლოა დაავალოს მოსწავლეებს ზღაპრული, არარსებული სამყაროს დახატვა არარსებული ცხოველებით, ხეებით, შენობებით. მოსწავლეებისთვის ამოცანის გასამარტივებლად, მასწავლებელი მათ ასეთი ფანტასტიკური სამყაროს ერთობლივად მოფიქრებას სთავაზობს - დაასახელონ და აღწერონ შენობების, მცენარეების, ცხოველების და სხვა არსებების უცნაური დეტალები. შემდეგ მოსწავლეები ინდივიდუალურად დახატავენ ნამუშევარს ნებისმიერი სასურველი მასალით.

 

რესურსი

3. სახატავი ფურცლები, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები. 

 

შენიშვნა

3. სავარაუდო თემები “ჯადოსნური ქვეყანა”, “არარსებული ცხოველი”, “მწერების სამეფოში”.