აქტივობა 28. თემის შეჯამება

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

• ხსნარების დამზადებასთან და მათ დაყოფასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხების განსაზღვრა;
• ცვლილებებისა და მეთოდის ახსნა;
• ჯგუფური მუშაობა.

 

რესურსები

  • ბარათების ორი ნაკრები თითოეული ჯგუფისათვის: პირველ ნაკრებში წერია ცვლილების ან ტექნოლოგიის სახელწოდება, მეორეში – ცვლილების ან ტექნოლოგიის განმარტება;
  • ბარათების ნაკრები არასწორი განმარტებებით;
  • ბარათების ნაკრები გახსნისას მომხდარი ცვლილებების შესახებ ძირი­თადი მოსაზრებების ჩამონათვალით - თითო ბარათზე 2 მოსაზრება.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

• ყოფს მოსწავლეებს ჯგუფებად, ურიგებს ბარათების ორ ნაკრებს. ერთი კომპლექტის/ნაკრების ყოველ ბარათზე წერია ცვლილების ან ტექნოლოგიის სახელწოდება. მეორე კომპლექტის თითოეულ ბარათზე კი ამ ცვლილების ან ტექნოლოგიის განმარტება;
• ავალებს მოსწავლეებს, შეუსაბამონ ყოველ ცვლილებას ან ტექნოლოგიას შესაბამისი განმარტება;
• ზოგიერთ მოსწავლეს აძლევს ბარათების უფრო დიდ ნაკრებებს, მათ შორის არასწორი განმარტებებით, რითაც პროვოცირებას უკეთებს მოვლენის შესახებ მსჯელობას და უფრო ღრმად დაფიქრებას;
• ყოფს მოსწავლეებს ჯგუფებად და ურიგებს გახსნისას მომხდარი ცვლილებების შესახებ ძირითადი მოსაზრებების ჩამონათვალს: თითოეული ცვლილების შესახებ ორ მოსაზრებას. ეკითხება ჯგუფებს მათ მოსაზრებებს, წარმართავს მსჯელობას ცვლილებების შესახებ და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამ ცვლილებებზე.

.

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

• სათანადოდ ახსნიან თითოეულ ცვლილებას;
• სათანადოდ განმარტავენ არასწორი ახსნის მიზეზს;
• შეაჯერებენ და შეაჯამებენ საკვანძო საკითხებს შედეგში აღწერილი გარდაქმნებისა და მათი მექანიზმების შესახებ.

 

რეკომენდაციები

• ეს შედეგი დაკავშირებულია გარდაქმნებთან, რომლებშიც ატომები და მოლეკულები სხვაგვარად უერთდებიან ერთმანეთს და მიიღება ახალი ნივთიერებები.

  

გზამკვლევში მითითებული და დამატებითი ინტერნეტ-მისამართები

www.miamisci.org
www.salislab.org

www.iliauni.edu.ge
http://skhoool.emis.ge/main.php

http://mes.gov.ge/content.php?id=3927&lang=geo

http://www.buki.ge/programsarchive-1.html

http://lesson.org.pl/index.php?lang=ge
http://phet.colorado.edu/ka/simulations/category/new