აქტივობა 27. სანათესავოს ისტორია

შედეგი:

ისტ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.8.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.

ისტ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები.

ისტ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.

ისტ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია ახსნას სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

ისტ.VIII.10.მოსწავლეს შეუძლია ახსნას კანონის უზენაესობის მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის.

ისტ.VIII.14.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების კვლევა.

ისტ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გააანალიზოს ამ მხარეთა საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.

ისტ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ისტ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო-მმართველობითი სტრუქტურები.

ისტ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

ისტ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

ისტ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.

ისტ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.

 

შენიშვნა:

სემიოტიკური კომპეტენცია, მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება

 

რესურსები:

ფოტოები და ილუსტრაციები

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ხელოვნება, გეოგრაფია

 

აქტივობის აღწერა:

წინამდებარე აქტივობა განსაკუთრებულ დახმარებას გაგიწევთ ფეოდალური ხანის ისტორიის შესწავლის პროცესში. მის არსს გენეალოგიური ხის შედგენა და გენეალოგიური ისტორიის მოყოლა წარმოადგენს. კერძოდ, მოსწავლეებს უნდა დავავალოთ სხვადასხვა ისტორიული პირის გენეალოგიის გრაფიკული გამოსახვა. ეს მას დიდად გაუადვილებს სხვადასხვა ისტორიული პერიოდის მასალის ერთმანეთთან დაკავშირებას და კარგად განუვითარებს ისტორიული კვლევისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.

იმისათვის, რომ აღნიშნული აქტივობის არსი მოსწავლეებისთვის უფრო ნათელი გახდეს, ურიგო არ იქნება, თუ მათ ჯერ საკუთარი სანათესავოს გენეალოგიური ხის შედგენას დაავალებთ.


მაგალითი:პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოსწავლეებს მოსწონთ და აინტერესებთ მეფეთა ცხოვრება, მათი გენეალოგია. ამიტომ, საქართველოს ისტორიის გავლისას მოსწავლეებს შევთავაზოთ თელავში, ბატონის სასახლის წინ აღმართული ძეგლის ფოტო და ვკითხოთ, ვისი ძეგლია გამოსახული სურათზე. უმეტესობა ალბათ სწორ ვარაუდს გამოთქვამს. ვარაუდების გამოთქმისას თქვენ დაეთანხმებით იმ მოსწავლეებს, რომლებმაც იციან, რომ ეს ერეკლე II- ის ძეგლია და იქვე აუხსნით, რომ ახლა საუბარი გექნებათ ერეკლეს გენეალოგიურ შტოზე. პირველ რიგში აჩვენეთ მათ ბაგრატიონთა გერბი. რა თქმა უნდა, ბავშვებმა იციან, რომ ერეკლე ბაგრატიონია. როდესაც გააცნობთ მოსწავლეეებს ერეკლესა და მისი უახლოესი ნათესავების – ვახტანგ VI-ის, 

ფოტო 1

თეიმურაზ II-ის, გიორგი XII-ის ფოტოებს, რამდენიმე მიზანმიმართულ შეკითხვას დასვამთ, მაგალითად: გაიხსენონ, რას წარმოადგენდა ერეკლე, სანამ ქართლ-კახეთის მეფე გახდებოდა (პასუხი უნდა იყოს: იგი 1744 წლიდან კახეთის მეფე იყო); შემდეგ ჰკითხეთ, მათი აზრით, რატომ მოიტანეთ ერეკლეზე საუბრისას ვახტანგ VI-ის ფოტო? გამჭრიახმა მოსწავლეებმა შეიძლება ივარაუდონ ერეკლეს ნათესაური კავშირი ვახტანგ VI-სთან. თქვენ ამ ვარაუდს მოიწონებთ და აუხსნით მათ, რომ ვახტანგ VI-ის ქალიშვილი, თამარი, ერეკლეს დედა იყო. შემდგომ დაეკითხებით, ვინ არიან თეიმურაზ II და გიორგი XII ერეკლესთვის; შესაბამისად, აუხსნით, რომ ერეკლე მამის მხრიდან კახელი ბაგრატიონების შთამომავალი იყო და დედის მხრიდან – ქართლის ბაგრატიონების. დასასრულ, ბავშვები შექმნიან სქემას, რომელსაც მიუწყობენ შესაბამის სურათებს.

აქვე გთავაზობთ გენეალოგიურ ხეს, რომელიც შექმნა მოსწავლემ. მისი ნახვა დაარწმუნებს თქვენს მოსწავლეებს, რომ ნებისმიერ მათგანს შეუძლია ასეთი რამის გაკეთება და ხალისით შექმნიან საკუთარ გენეალოგიურ ხეს.

გენეალოგიური ხე