აქტივობა 25. მიღწეულის შემოწმება

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

• ნივთიერების აგებულების ნაწილაკოვანი/ატომურ-მოლეკულური თეორიის გამოყენება ხსნარების წარმოქმნისას ან მათი კომპონენტების ერთმანეთისგან დაცილებისას მიმდინარე ცვლილებების მოდელირებისთვის;
• ICT სიმულაციების გამოყენება სხვადასხვა საკითხის შესწავლისას;
• ჯგუფური მუშაობა;
• მოდელების შექმნა.

 

რესურსები

  • ICT სიმულაციები.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

• იყენებს ICT სიმულაციებს და აჩვენებს მოსწავლეებს, როგორ შექმნან ცვლილების/გარდაქმნის მოდელი, მაგ., როგორ იხსნება ზოგიერთი მყარი ნივთიერება წყალში, ნივთიერებათა წარმომქმნელი ნაწილაკების ჩვენებით და ნათელს ხდის, რომ მყარი ნივთიერების წარმომქმნელი ნა­წი­ლაკები მკვეთრად განსხვავდება წყლის ნაწილაკებისაგან;
• ყოფს მოსწავლეებს ჯგუფებად და ავალებს, გამოიკვლიონ, როგორ შექმნან სხვა ცვლილებების მოდელები, მაგ., წყალში მასში არახსნადი მყარი ნივთიერების დამატებისას სუსპენზიის მიღების მოდელი; ქრომატოგრაფიის მეთოდით ორი ხსნარის დაცალკევების მოდელი; ხსნარების აორთქლების მოდელი. ეხმარება მოსწავლეებს, მოკლედ აღწერონ თითოეული ცვლილება.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

• მოდელირების საფუძველზე აჩვენებენ ზოგიერთი გარდაქმნის დროს ნაწილაკების ქცევას;
• აღწერენ, რას აჩვენებს მოდელი, მაგ., წყალთან შერევისას მარმარილო არ იშლება უფრო მცირე ზომის ნაწილაკებად, ამიტომ წყლისა და მარმარილოს ნაწილაკები ვერ შეერევა ერთმანეთს.

 

რეკომენდაციები

• სწავლების ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი ატომებისა და მოლეკულების ერთმანეთისგან განსხვავება.