აქტივობა 25. გენდერი

შედეგი

  • მოქ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს  საკუთარი პიროვნული თვისებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები.
  • მოქ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა საზოგადოებაში.
  • მოქ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს საქართველოს მრავალფეროვნების ძირითად მახასიათებლები.
  • მოქ.X.1.მოსწავლეს შეუძლია თვითდამკვიდრება საზოგადოებაში.

 

დრო

ერთი გაკვეთილი

 

შენიშვნა

აქტივობა შესაძლებელია სხვა ორ საპირისპირო მოცემულობა შორის ანალიზის გასაკეთებლად გამოიყენოთ.

 

რესურსები

  • დაფა;
  • ცარცი;
  • ფურცლები;
  • კალმისტრები და ფერადი ფანქრები.

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

აქტივობის აღწერა:

დაყავით მოსწავლეები 5-6 წევრიან ჯგუფებად. ჯგუფების დაკომპლექტებისას შეეცადეთ დაიცვათ გენდერული ბალანსი. თითოეულ ჯგუფს მიეცით ფურცელი, რომელიც სამ სვეტად იქნება დაყოფილი. სვეტებში შემდეგი კატეგორიები იქნება წარმოდგენილი: „ასე უნდა იქცეოდეს კაცი“; „ასე უნდა იქცეოდეს ქალი“; „რას იტყვის ან რას იზამს ხალხი, ვინმე სხვაგვარად თუ მოიქცევა?“.

დაავალეთ მოსწავლეებს ამ კატეგორიების შევსება. სავარაუდოდ, ყოველი ჯგუფი ცხრილს სხვადასხვაგვარად შეავსებს. თითოეული მათგანი საჯაროდ განიხილეთ.

დისკუსიისას, სასურველია, შემდეგი კითხვები დასვათ:

ა) სად და როდის ჩამოყალიბდა ჩვენი წარმოდგენა ქალისა და მამაკაცის სოციალურ როლთან დაკავშირებით?

ბ) ზღუდავს თუ არა საზოგადოებაში გენდერის თვალსაზრისით არსებული შეხედულებები თქვენს ცხოვრებას? თქვენ ირგვლივ მყოფი სხვა ადამიანების ცხოვრებას?

გ) შეხვედრიხართ თუ არა ადამიანს, რომელიც ამ თვალსაზრისით განსხვავებულად იქცევა?

დ) შეხვედრიხართ თუ არა ადამიანს, რომელიც გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ ილაშქრებს?

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები:

აქტივობის განხორციელება საშუალებას მოგცემთ მოსწავლეები გენდერულ სტერეოტიპებზე დააფიქროთ და მისცეთ მათ საზოგადოებრივი პრობლემების განხილვის საშუალება.