აქტივობა 24. როგორ ხდება ქრომატოგრაფიის მეთოდით ნარევის დაყოფა კომპონენტებად და მათი იდენტიფიცირება

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

• დაკვირვება, შედარება და მსგავსება-განსხვავების დადგენა;
• როგორ შეიძლება ქრომატოგრაფიის გამოყენება ხსნარების ნარევების შესადარებლად;
• როგორ იყენებენ მეცნიერები ქრომატოგრაფიის მეთოდით მიღებულ მონაცემებს;
• შედეგების წარდგენა და განმარტება თვალსაჩინოების საშუალებების გამოყენებით.

 

რესურსები

  • რომელიმე საღებავი ხსნარების კომპონენტები.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • ავალებს მოსწავლეებს, ერთმანეთს შეადარონ საღებავი ხსნარების კომპონენტები, მაგ., შოკოლადის მფარავი შაქრის მინანქრის საღებავი, გამოიკვლიონ, ერთსა და იმავე საღებავს შეიცავს თუ არა სხვადასხვა ფერის მინანქარი და ახსნან კვლევის შედეგი, მაგ., ნახატის ან კომენტარებიანი დიაგრამების გამოყენებით;
  • წარუდგენს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ ქრომატოგრამას და ინფორმაციას, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს მისი გამოყენება საჭირო, მაგ., სასამართლო ექსპერტიზაში, შარდში ან ქსოვილებში ამა თუ იმ ნივთიერების კვალის გამოსავლენად და ავალებს განმარტონ თითოეული ქრომატოგრამიდან მიღებული მონაცემები.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

• გააანალიზებენ ქრომატოგრამას და განმარტავენ, რას მოწმობს მონაცემები;
• აღწერენ სიტუაციას, როდესაც ქრომატოგრაფიის მეთოდის გამოყენება საჭირო მონაცემებს იძლევა;
• შეადარებენ ერთმანეთს სხვადასხვა ნარევის ქრომატოგრამებს.

 

რეკომენდაციები

• მოსწავლეთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქრომატოგრაფია გამოიყენება მხოლოდ ფერადი ხსნარების გამოსაკვლევად. ამიტომ საჭიროა ჩვენება, როგორ გამოიყენება ქრომატოგრაფია უფერო ხსნარების შემთხვევაშიც.
 

უსაფრთხოება

• მოსწავლეებს უნდა ეკეთოთ დამცავი სათვალე და ხელთათმანები