აქტივობა 24. ქრონოლოგიური ხე

შედეგი:

ისტ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.2.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.

ისტ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VII.6.მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება.

ისტ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.

სტ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.

ისტ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გააანალიზოს ამ მხარეთა საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.

ისტ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ისტ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

ისტ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

 

შენიშვნა:

გამჭოლი პრიორიტეტებიდან ეხმიანება: წიგნიერებას, სემიოტიკურ კომპეტენციას, რაოდენობრივ წიგნიერებას.

 

რესურსები:

დაფა, ცაცი, ფურცელი, მარკერი, ფანქარი

 

კავშირი სხვა საგნებთან:

გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, მათემატიკა

 

აქტივობის აღწერა:

იმისათვის, რომ მოსწავლე უკეთ გაერკვეს წელთაღრიცხვის სისტემაში, შესთავაზეთ მას ხის ნახატი, რომლის ფესვები ჩვენს წელთაღრიცხვამდე თარიღებს ემთხვევა, ღერო და ტოტები კი – ახალი წელთაღრიცხვისას; ანუ ფესვებს შეგიძლიათ ქრისტეს შობამდელი ეპოქები შეუსაბამოთ, ტოტებს კი – ქრისტეს შობის შემდგომი.

დასვით კლასში საკითხი: რა მოხდებოდა ისტორიაში, რომელიმე ტოტი რომ მოტეხილიყო, ან რამდენმა ტოტმა ვერ მოაღწია ჩვენამდე ანუ რამდენი რამის შესახებ არა გვაქვს ინფორმაცია.

მაგალითად:

ქრონოლოგიური ხე

 

ფესვებისშესატყვისობა

ჰამურაბის მმართველობა

ალექსანდრე მაკედონელი

სარგონ აქადელი

ბერძენ- სპარსელთა ომები

პუნიკური ომები                                          

ტოტებისშესატყვისობა

რომის იმპერიის დაცემა

კარლოს დიდი

რეკონკისტა

ჯვაროსნული ლაშქრობები

რეფორმაცია