აქტივობა 24. გარემოს დაცვა

შედეგი

  • მოქ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საკუთარი პიროვნული თვისებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები.
  • მოქ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა საზოგადოებაში.
  • მოქ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს პროფესიონალიზმის მნიშვნელობა პიროვნების განვითარებისათვის.
  • მოქ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია შეადგინოს საკუთარი მომავალი საქმიანობის გეგმა.
  • მოქ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღი წესს.

 

დრო

ორი გაკვეთილი

 

რესურსები

  • დიდი ზომის ფორმატის ფურცლები;
  • ფერადი მარკერები ან ფანქრები.

 

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

 

აქტივობის აღწერა:

ჩამოაყალიბეთ სადისკუსიო თემა: „ადამიანის სამოქალაქო მონაწილეობა და გარემოს დაცვა“. დაყავით კლასი 4-5 - კაციან ჯგუფებად და მიეცით მათ დავალება − დაასახელონ აქტივობები, რომლებიც გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს (სქემა №4). 5-10 წუთში თითოეულმა ჯგუფმა თავისი მოსაზრებები არგუმენტირებულად უნდა წარმოადგინოს. მათ მიერ ჩამოყალიბებული საინტერესო არგუმენტები დაფაზე დააფიქსირეთ. ჯგუფების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების საფუძველზე კი შექმენით გარემოსდაცვით ღონისძიებებში სამოქალაქო მონაწილეობითი ქმედებების კიბე, რომელსაც, მაგალითად, მე-4 სქემის ანალოგიური სახე შეიძლება ჰქონდეს.

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები:

აქტივობის განხორციელება მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ პროექტულ სწავლებაში. მისი მსვლელობისას გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, მოსწავლეთა მომავალი პროექტების საფუძვლადაც იქცეს.

სქემა 4