აქტივობა 23. მოვლენათა ქრონოლოგიური დალაგება

შედეგი:

ისტ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გააანალიზოს ამ მხარეთა საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული ცვალებადობა.

ისტ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

 

შენიშვნა:

წიგნიერება, სემიოტიკური კომპეტენციები, რაოდენობრივი წიგნიერება

 

რესურსები:

მუყაო, ქაღალდი, ფანქარი, ფლომასტერი

 

კავშირი სხვა საგნებთან:

სამოქალაქო განათლება, ლიტერატურა, გეოგრაფია, მათემატიკა

 

აქტივობის აღწერა:

მოვლენათა ქრონოლოგიაში მოსწავლის გარკვევა საბაზო საფეხურზე ისტორიის შესწავლის აუცილებელი წინაპირობაა.

ქრონოლოგიასთან მიმართებაში უამრავი აქტივობა შეგიძლიათ განახორციელოთ. მაგალითად, შექმნათ ფაზლებიანი ესკიზები ანუ მაკეტები, რომლის ერთი ნაწილისთვისაც მეორე უშუალო გაგრძელება იქნება. ასეთ მაკეტებზე კი მოათავსეთ წინა გაკვეთილზე ახსნილი ან უკვე გავლილი მასალა.

შემდეგ მოსწავლეს უნდა დაავალოთ ასეთი ფაზლებიანი კონსტრუქციის აწყობა. ის, მასალის არცოდნის შემთხვევაშიც კი, შეძლებს გაჰყვეს ფაზლების კონსტრუქციას.

ქრონოლოგიასთან მუშაობისას ასევე შეგიძლიათ ხშირად მოვლენათა უბრალო ჩამონათვალის აღწერაც შესთავაზოთ. კარგი იქნება, თუ მათ ამგვარი აქტივობების ერთმანეთისთვის მომზადებასაც დაავალებთ.

ამ აქტივობის განხორციელება სახალისოცაა და ადვილიც: შეგიძლიათ დახატოთ რამდენიმე ფიგურა მუყაოზე ან მკვრივ ფურცელზე (სასურველია ფერადი ფურცელი) და გამოჭრათ (იხ. ნიმუში ქვევით). აწყობის შემთხვევაში იგი ფაზლის სახეს მიიღებს. ფაზლის თითოეულ ნაჭერზე წააწერეთ ასწლიანი ომის ამა თუ იმ ეტაპის სახელი, არეული სახით შესთავაზეთ ბავშვებს და სთხოვეთ ააწყონ ფაზლი.

ნიმუშად გთავაზობთ ასწლიანი ომის ფაზლს:

1.დინასტიური ცვლილება: კაპეტინგებს ცვლიან ვალუები; 2. ინგლისის მეფე ედუარდ მესამე, დედის მხრიდან კაპეტინგთა პირდაპირი შთამომავალი, პრეტენზიას აცხადებს საფრანგეთის ტახტზე; 3. კრესისა და პუატიეს ბრძოლები; 4. ჟაკერია; 5. საფრანგეთის დასავლეთი ნაწილის მიტაცება ინგლისელთა მიერ; 6. შარლ მეხუთის რეფორმები და მდგომარეობის გამოსწორება; 7. აზენკურის ბრძოლა; 8. ორლეანის ალყა ; 9. ჟანა დ’არკის გამოჩენა; 10. ბრძოლა კომპიენთან და ჟანას კოცონზე დაწვა; 11. საფრანგეთის გამარჯვება.

ფაზლი