აქტივობა 21. ლებნების მნიშვნელობა თესლის აღმოცენებისათვის

რესურსები:

ლობიოს თესლები, თითოეული ჯგუფისთვის – საშუალოდ 8 ცალი; ცილინდრული ფორმის, ფართო ყელიანი, ხრახნიანი ქილა თავსახურით (საშუალო მოცულობა 200 გრ; ქინძისთავები; ბლოკი, ანუ მყარი ფირფიტა, რომელზეც ლობიოს ლებნები უნდა დამაგრდეს ქინძისთავებით (ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მასალა, გაითვალისწინეთ, რომ ბლოკი უნდა ჩაეტიოს ქილაში, მასში შესაძლებელი უნდა იყოს ქინძისთავის ჩარჭობა და დასველებისას არ უნდა იცვლიდეს ფორმას. ბლოკის ზომები შეიძლება იყოს 130 X 45 X 10 მმ); საშრობი ქაღალდი, ფილტრის ქაღალდი ან ქაღალდის პირსახოცი, დანა ან სკალპელი, პატარა ზომის დაფა, მარკერი /ფლომასტერი, მოსწავლეებისათვის ინსტრუქციის ასლები.

 

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლემ უნდა:

• განივითაროს კვლევითი უნარები;
• შეძლოს ექსპერიმენტის დამოუკიდებლად ჩატარება;
• შეძლოს ექსპერიმენტის შედეგების აღრიცხვა და ანალიზი;
• შეძლოს ლებნების მნიშვნელობის დასაბუთება თესლის აღმოცენებისათვის.

 

მსვლელობა: 

ლობიოს მარცვალი

1. მასწავლებელი ურიგებს და აცნობს კლასს ცდის ჩატარების ინსტრუქციას:


1. ექსპერიმენტის დაწყებამდე ორი დღით ადრე ლობიოს თესლები დაალბეთ.
2. დამბალ თესლებს მოაცილეთ კანი შემდეგნაირად:
• დაიჭირეთ თესლი მარცხენა ხელში ისე, რომ ნაწიბური მარცხნივ იყოს შებრუნებული;
• შემოატარეთ მარჯვენა ხელით დანა კიდეზე და მოაცილეთ კანი. (ნახატი 1).
• კანი მოაცილეთ მარჯვნიდან მარცხნისკენ, ისე რომ ლებნები შეტყუპებული დარჩეს.
3. ფრთხილად დააცილეთ ლებნები ერთმანეთს, ნაწიბურის საპირისპირო მხრიდან. ლებნები განაცალკევეთ ისე, რომ ჩანასახი ერთ-ერთ ლებანზე დაუზიანებელი დარჩეს. (ნახატი 2). მეორე ლებანი ცდისთვის არ დაგჭირდებათ.

4. გაიმეორეთ 2 და 3 პროცედურები, სანამ არ გექნებათ 4 ლებანი ჩანასახით.ლობიოს ლებანი5. დატოვეთ ერთ-ერთი ლებანი ხელუხლებლად, ხოლო დანარჩენი სამისთვის შეასრულეთ შემდეგი ინსტრუქცია:
• მოათავსეთ ლებანი დაფაზე და მოჭერით ლებნის 3/4 ისე, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე (ნახატი 2).
• მოათავსეთ შემდეგი ლებანი დაფაზე და მოჭერით ისე, რომ ჩანასახთან მისი ძალიან მცირე ნაწილი დარჩეს.
• მესამე ლებანი მთლიანად უნდა მოაცილოთ ჩანასახს. ამისათვის, იმ ადგილას სადაც ლებნები ერთმანეთს უკავშირდებოდა ჩაარჭეთ ნემსი და განაცალკევეთ ჩანასახი და ლებანი. 

1. მომზადებული ოთხი ჩანასახი ქინძისთავებით დაამაგრეთ ბლოკზე ისე, რომ ჩანასახები საშრობი ქაღალდისკენ იყოს შებრუნებული და საშრობ ქაღალდს ეხებოდეს. ჩანასახოვანი ფესვი ქვემოთ უნდა იყოს მიმართული (ნახატი 3).

ბლოკი ქილაში" src="../../files/subjects/matematika/Images/bloki%20qilaSi.png" alt="ბლოკი ქილაში" width="150" />2. დაასველეთ საშრობი ქაღალდი და მოათავსეთ ბლოკი ქილაში, რომელსაც ხრახნიანი თავსახური აქვს. ქილაში იმდენი წყალი ჩაასხით, რომ ფსკერზე 10 მმ-ის სიმაღლის წყლის ფენა წარმოიქმნას. დაახურეთ თავსახური. გამოიყენეთ მინაზე საწერი მარკერი/ფლომასტერი და ქილაზე დაწერეთ შემდეგი მონაცემები - სახელი და გვარი; თარიღი; ამის შემდეგ ქილა მოათავსეთ ზომიერად განათებულ (მოარიდეთ ქილა მზის პირდაპირ სხივებს) ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

 

3. გადაიტანეთ ცხრილი რვეულში.

ცხრილი ცდის შედეგებზე

მცენარე

4. ერთი კვირის შემდეგ, ამოიღეთ ბლოკი აღმონაცენებით და გააკეთეთ სათანადო გაზომვები. გასაზომი ნაწილების ამოსაცნობად გამოიყენეთ სქემა (ნახატი 4). მონაცემები შეიტანეთ ცხრილში.
5. გამოთვალეთ ზრდის საერთო მაჩვე­ნებელი (ფესვის სიგრძე + გვერდითი ფესვების სიგრძე + მანძილი ჩანასახის ლებნებთან მიმაგრების ადგილიდან პირველ ფოთლებამდე) თითოეული აღმონაცენისთვის და ააგეთ სვეტოვანი დიაგრამები შედეგების საჩვენებლად.

 

სვეტოვანი დიაგრამების ცხრილი

2. ესქპერიმენტის ჩატარებისა და შედეგების აღრიცხვის შემდეგ უნდა მოეწყოს შედეგების განხილვა კლასში.

მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ როგორც წესი, ზრდის ნამატის სიგრძე პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული ლებნების ზო­მაზე, მაგრამ შესაძლებელია, ექსპერიმენტის შედეგად გამოვლინდეს შედეგების განსხვავებული ვარიანტებიც.

გირჩევთ, შედეგების განხილვის წინ შეაჯეროთ კლასში ჩატარებული ყველა მონაცემი და დასკვნების გაკეთებისას განიხილოთ საშუალო მაჩვენებლები.

  

სადისკუსიო კითხვები:

1. განსაზღვრეთ რა როლს ასრულებენ ლობიოს თესლის ლებნები ჩანასა­ხის აღმოცენებასა და ზრდაში? პასუხის დროს დაეყრდენით ექსპერიმენტის შედეგებს.
2. ზოგიერთ შემთხვევაში, ექსპერიმენტის შედეგად შეიძლება არ გა­მოვლინდეს დიდი განსხვავება 1 ლებნიან და 1/4 ლებნიან ჩანასახების ნაზარდს შორის. როგორ ფიქრობთ, ექსპერიმენტის პროცედურის რა დეტალის გამო მოხდა ეს?
3. წარმოადგინეთ, დაგეგმეთ კიდევ რა სახის ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება ლებნების მნიშვნელობის დასადგენად.

სავარაუდო პასუხები:

– ლებანი არ არის ჩანასახის ნაწილი, მაგრამ ის დიდ როლს ასრულებს ჩანასახის აღმოცენებასა და ზრდაში. სავარაუდოდ, ლებნები შეიცავენ საკვებ ნივთიერებებს ან ზრდის სტიმულატორებს. ამიტომ, ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რაც უფრო დიდია ლებნები, მით უფრო მეტად იზრდება ჩანასახი.
– ექსპერიმენტი მხოლოდ ერთი კვირა მიმდინარეობდა. შესაძლებელია, 1/4 ლებანში საკვების საკმარისი რაოდენობა იყო იმისათვის, რომ ჩანასახი მთელ ლებნიანი ჩანასახის ტოლი გაზრდილიყო. ექსპერიმენტის ხანგრძლივობის გაზრდით, სავარაუდოდ, უფრო მკვეთრ განსხვავებებს მივიღებთ.
– აღმოცენებული თესლების ლებნების შეგროვება, მათი გაშრობა და აწონა. მსგავსი პროცედურის ჩატარება მცენარის ზრდის სხვადასხვა ეტაპზე. თუ მშრალი ლებნების მასა დაიკლებს, შესაძლებელი იქნება დავასკვნათ, რომ ლებნები შეიცავს საკვებ ნივთიერებას.
– ა) შესაძლებელია, ლებნებში საკვები ნივთიერებების აღმოსაჩენად გამოვიყენოთ თვისებითი ანალიზის მეთოდები.

ბ) თუ ლებნები მხოლოდ საკვები ნივთიერებების სამარაგო ფუნქციას ასრულებს, მაშინ ლებნებს მოცილებული ჩანასახი საკვებ არეში მოთავსების შემთხვევაშიც უნდა გაიზარდოს.

გ) სხვა ვარიანტები, რომლებსაც მოსწავლეები მოგვაწოდებენ.

რეკომენდაციები მასწავლებელს:

საჭიროა, ეს ცდა, ისევე როგორც ყველა სხვა, მასწავლებელმა კლასში შეტანამდე თავად ჩაატაროს, რათა დაადგინოს დეტალები და თავი დაიზღვიოს მოულოდნელი ტექნიკური პრობლემებისგან.

პროცედურის ზოგადი აღწერა: დალბობილ ლებნებს უნდა მოაცილოთ კანი. გამოაცალკევოთ ჩანასახიანი ნაწილი. ერთი კვირის მანძილზე მოა­თავსოთ აღმოცენებისთვის. გაზომოთ აღმონაცენების ნაზარდი.

ტერმინები, რომლებიც უნდა იცოდნენ და გამოიყენონ მოსწავლეებმა მსჯე­ლობისას: თესლი, ლებანი, კანი, ნაწიბური, ჩანასახი, გვერდითი ფესვები, (ამ ტერმინების ახსნა-განმარტებები და მნიშვნელობები სქემაზეა მოცემული და მოსწავლები ექსპერიმენტის წარმართვისას თავად გაეცნობიან მათ).

 

გამოყენებულია მასალები Biology Teaching & Learning Resources-ის მიხედვით

(Educational Materials by D G Mackean).