აქტივობა 21. კონფლიქტი

WordSection1">

შედეგი

  • მოქ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.
  • მოქ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს საქართველოს მრავალფეროვნების ძირითად მახასიათებლები.
  • მოქ.IX.8.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებისა და პირობების კვლევა.
  • მოქ.X.2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.
  • მოქ.X.6.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები.

 

დრო

ერთი გაკვეთილი

 

რესურსები

  • დაფა;
  • ცარცი;
  • ფურცლები და კალმისტრები.

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

 

აქტივობის აღწერა:

დაყავით მოსწავლეები ოთხ ჯგუფად. დაწერეთ დაფაზე თითოეული ჯგუფის დასახელება: „ეთნიკური უმრავლესობა“, „ხელისუფლება“, „ეთნიკური უმცირესობა N1“, „ეთნიკური უმცირესობა N2“. დაავალეთ თითოეულ ჯგუფს, მიუძღვნან სხვა ჯგუფის წარმომადგენელს ნებისმიერი ორი საჩუქარი. საჩუქარი შეიძლება იყოს სიტყვა, წერილი, ნახატი, რაიმეს სიმბოლო და ა.შ.

მეორე ეტაპზე ჯგუფები გადასცემენ ერთმანეთს საჩუქრებს, თუმცა მათ შეუძლიათ, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, მიიღონ ან არ მიიღონ საჩუქარი. ყოველივე ეს იწერება წინასწარ მომზადებულ ცხრილში.

მესამე ეტაპზე, აქტივობის დამამთავრებელ ფაზაში, მასალის განზოგადების მიზნით, დაუსვით მოსწავლეებს შემდეგი კითხვები:

  • ა) რის საფუძველზე შეურჩიეთ ჯგუფებს საჩუქრები?
  • ბ) მოეწონათ თუ არა ჯგუფებს საჩუქრები? თუ მოეწონათ, რატომ?
  • გ) თუკი არ მოეწონათ, რა იყო ამის მიზეზი?
  • დ) როგორი იყო მათი მოლოდინი?

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები:

აქტივობა საშუალებას მოგცემთ მოსწავლეებს უფრო გასაგებად აუხსნათ სხვადასხვა კონფლიქტური სიტუაციის არსი და აჩვენოთ მათი დარეგულირების პოტენციური შესაძლებლობები.