აქტივობა 2. სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება

მოსახლეობა ყოველთვის ცდილობდა, რომ ქალაქებიც და სოფლებიც, წყლის დანიშნულებიდან გამომდინარე, მდინარის პირას გაეშენებინა, (თბილისის, ქუთაისის, მცხეთის, შატილის სურათები).

კლასი დავყოთ ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს დავარქვათ საქართველოს მდინარის სახელი: მტკვარი, რიონი, ალაზანი, არაგვი, ენგური და სხვა. დავალება: საქართველოს რუკიდან ამოწერონ ამ მდინარეებთან არსებული დასახლებული პუნქტები. სასურველია, ქალაქები და სოფლები ცხრილში ცალც-ალკე დააჯგუფონ. ამავდროულად, უნდა იმსჯელონ, რატომ სახლდებოდა ადამიანი უძველეს დროში მდინარეების პირას (პასუხი უნდა დაუკავშირდეს წყლის რესურსის მნიშვნელობას, ნაყოფიერ ნიადაგს).

<a style=მდინარე მტკვარი" width="750" />

ასეთი ცხრილი შეივსება ჯგუფებში თითოეულ მდინარეზე. პრეზენტაციის დროს მათ უნდა ახსნან,  რატომ სახლდებოდნენ უძველესი დროიდან მდინარის პირას.

საშინაო დავალება: კონტურულ რუკაზე დაიტანონ ის მდინარე, რომელზეც კლასში იმუშავეს და შესაბამისი დასახლებები.


შენიშვნა

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებაში.

მე-3 აქტივობა გადის სწავლების სოკრატისეულ მეთოდზე.

 

რესურსები

საქართველოს სხვადასხვა მხარისა და საცხოვრებელი სახლების ფოტოსურათები, სლაიდები, ვიდეოფილმები, საქართველოს ფიზიკური და კონტურული რუკები. ადგილის გეგმა, კითხვარი, ინსტრუქცია.


კავშირი სხვა საგნებთან

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთან ერთად შესაძლებელია, გამოძერწონ ან გააკეთონ საცხოვრებელი სახლებისა და კოშკების მარტივი მაკეტები. 

მესამე აქტივობის შესასრულებლად მასწავლებელი ასრულებს ფასილიტატორის როლს და მოსწავლეებს არ აწვდის წინასწარ გამზადებულ პასუხებს, მათ თავად აძლევს საშუალებას, კითხვებით მივიდნენ სწორ პასუხამდე. მასწავლებელი მოსწავლეს სთავაზობს საწინააღმდეგო მოსაზრებას, რომელსაც მოსწავლე არგუმენტირებულად ეწინააღმდეგება, რითიც საკუთარ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს.