აქტივობა 2. სიმულაციური თამაშის მეშვეობით ადგილსა და კულტურულ ფენომენს შორის შესაბამისობის დადგენა

ქართულის  მასწავლებელთან ერთად  შეიძლება  დაიდგას  მინი-სპექტაკლი  (როლური თამაში) – „სამეფო კარის პოეტის გამოვლენა”. კლასი იყოფა ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს დაერქმევა საქართველოს რომელიმე მხარის სახელი. მაგალითად კახეთი, ქართლი და ა.შ. ცალკე აირჩევა სამეფო კარის წარმომადგენლები: მეფე და ვეზირები. ფოლკლორის თემატიკის შერჩევა შეიძლება მოსწავლეებთან ერთად (პატრიოტული, სატრფიალო..).  თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ამ მხარის ხალხურ ლექსებს. სამეფო კარი კი შეარჩევს გამარჯვებულს, რომელსაც კარის პოეტის ტიტული მიენიჭება.


რესურსები

სახელმძღვანელო; წყაროების სახით შეიძლება მივაწოდოთ მარტივი ტექსტები ქართულ ფოლკლორზე. (ტექსტური მასალა მასწავლებლებისათვის და წყაროები მოსწავლეებისათვის).

 

კავშირი სხვა საგნებთან

  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • მუსიკა;
  • ცეკვა;
  • სიმღერა.