2. ალაგებს სამუშაო ადგილს, რეცხავს და ინახავს სამუშაო იარაღებსა და მასალას

ტიპური აქტივობა

2. მოსწავლეები ალაგებენ სამუშაო ადგილს როგორც გაკვეთილის დაწყებამდე (წყლიანი ქილების, მასალის და იარაღების ჩამორიგება), ისე მისი დამთავრების მერე. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები აგროვებენ და ინახავენ მორჩენილ, შემდეგი გაკვეთილისთვის გამოსადეგ მასალას, რეცხავენ ფუნჯებს, ასუფთავებენ მაგიდებს, ინახავენ ნამუშევრებს საქაღალდეებში. 


შენიშვნა

2. მოსწავლეები უნდა გააფრთხილოთ, არ ჩაალაგონ გაუმშრალი ნამუშევრები პორტფოლიოებში, სასურვე- ლია მათი ფანჯრის რაფაზე დადება, რადგან მათი იატაკზე დადების შემთხვევაში, მაღალია შესვენებაზე შემთხვევით დაზიანების შანსი. ნამუშევართა მოგვიანებით შენახვა უნდა დაევალოს 2-3 მოსწავლეს.