აქტივობა 2. ინფორმაციის კატეგორიზაცია

WordSection1">

დისკუსია

შემდეგ მასწავლებელი გააცნობს, რისგან შედგება სატრანსპორტო კომპლექსი, როგორია ტრანსპორტის სახეების კლასიფიკაცია დღეს.

ტრანსპორტის სახეები

სქემის გაცნობის შემდეგ, კლასი იყოფა ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მასწავლებელი არქმევს სატრანსპორტო საშუალების სახელს: პირველი ჯგუფი – საავტომობილო; მეორე ჯგუფი – სარკინიგზო; მესამე ჯგუფი – საჰაერო და ასე შემდეგ. მათ უნდა გამოთქვან მოსაზრებები, რამდენად ეფექტურია ესა თუ ის სატრანსპორტო საშუალება, გამოყენების რა პერსპექტივა აქვთ განსხვავებულ ბუნებრივ გარემოში (მაგალითად, რკინიგზას მაღალმთიან რეგიონში, საჰაერო ტრანსპორტს მაღამთიან მხარეშ).

დისკუსიის შემდეგ მათ უნდა დააჯგუფონ: ა) გარემო პირობების შესაბამისი ეფექტური სატრანსპორტო საშუალებები; ბ) რომელი სატრანსპორტო საშუალებები ლიდერობს დღეს? გ) რამ გამოიწვია ამა თუ იმ სატრანსპორტო საშუალებების დაწინაურება?


შენიშვნა

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება, დაეუფლონ წიგნიერების, მედიაწიგნიერებისა და სემიოტიკურ კომპეტენციებს

 

რესურსები

სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების ფოტოები, საქართველოს ფიზიკური რუკა, ცარცი, დაფა.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

აქ მთავარია, მოსწავლემ გააცნობიეროს სატრანსპორტო საშუალებების განვითარების ისტორია და შემდგომი განვითარების პერსპექტივები.