აქტივობა N2. გეოგრაფიულ საშუალებებზე მუშაობა

შედეგი

გეო.VII.5. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა დედამიწის შინაგან აგებულებაზე

 

ინდიკატორები

  • მსჯელობს ლითოსფეროს ფილების მოძრაობაზე;
  • ხსნის მიწისძვრებისა და ვულკანების გავრცელების კანონზომიერებებს;
  • კონტურულ რუკაზე დააქვს მიწისძვრებისა და ვულკანების გავრცელების ძირითადი არეალები.
 
 
შენიშვნა
 
აქტივობები ხელს უწყობს წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციების დაუფლებას.
 
 
 

რესურსები:

  • დაფა და ცარცი;
  • პროექტორი;
  • ინტერნეტი;
  • დედამიწის შინაგანი აგებულების სქემა;
  • დედამიწის ლითოსფეროს ფილების რუკა;
  • BBC-ის ფილმები: პლანეტა დედამიწა: მთები; ვულკანები. 
 
 
კავშირი სხვა საგნებთან
 
ხელოვნება
 
 

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის

უნარ-ჩვევების განვითარება უნდა მოხდეს ეტაპობრივად. იმისათვის, რომ მოსწავლე აზროვნების ქვედა დონეებს თავისუფლად იყენებდეს აზროვნების ზედა დონეზე, საჭიროა შესაბამისად იყოს გავარჯიშებული; ეს კი გულისხმობს უნარ-ჩვევების ეტაპობრივ განვითარებას. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მოსწავლემ სამი ფაზა გაიაროს. უნარ-ჩვევის ათვისების ფაზებია: ცოდნა, გაგება და გამოყენება. ეს აქტივობები მოსწავლეს უვითარებს გეოგრაფიულ საშუალებებზე მუშაობისა და ნამუშევრის წარდგენის უნარ-ჩვევებს.

დედამიწის აგებულებისა და ენდოგენური ძალების მოქმედების გასაგებად კარგი იქნება, თუ მასწავლებელი გამოიყენებს დოკუმენტურ ფილმებს.
 
 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი აძლევს დავალებას ჯგუფებს: ლითოსფეროს ფილების რუკის მიხედვით დაადგინონ, რომელია ყველაზე დიდი ფილები;

დაადგინონ, რომელი კონტინენტები და ოკეანეებია თითოეულ მათგანზე.

თითოეულ ჯგუფზე შეიძლება 2 ფილა განაწილდეს.

ფოტო 1


პრეზენტაციის დროს ივსება ცხრილი:

 

ცხრილი 1