2. გამოსახავს წარმოსახვით შექმნილ პერსონაჟებს

ტიპური აქტივობა 

2. აქტივობა “გმირები”

მოსწავლე ასახავს მოსმენილ ან წარმოსახვით შექმნილ თემატურ სიუჟეტს. მასწავლებელი და მოსწავლეები გაიხსენებენ რომელიღაც მოკლე, ყველასთვის ნაცნობ ზღაპარს, მითს,  რის შემდეგაც მოსწავლეები შექმნიან (დახატავენ ან გამოძერწავენ) ნამუშევარს ამ თემაზე.  ამ აქტივობის მიზანი არა რომელიმე კონკრეტული ეპიზოდის ასახვა, არამედ მოცემულ ამბავში მოქმედი ამა თუ იმ პერსონაჟის წარმოსახვა, მასთან დაკავშირებული შთაბეჭდილების, ემოციის პერსონაჟისთვის დამახასიათებელი დეტალებით გადმოცემაა. მოსწავლემ შეიძლება დახატოს/გამოძერწოს მხოლოდ მისთვის მნიშვნელოვანი, თუნდაც მეორეხარისხოვანი პერსონაჟი. 


რესურსი

2. საბავშვო ლიტერატურა, მითები, ზღაპრები, ილუსტრაციები სახატავი და/ან საძერწი მასალა.