აქტივობა 18. ინფორმატორი

შედეგი

  • მოქ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღი წესს.
  • მოქ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.
  • მოქ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს საქართველოს მრავალფეროვნების ძირითად მახასიათებლები.
  • მოქ.IX.8.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებისა და პირობების კვლევა.
  • მოქ.X.5.მოსწავლეს შეუძლია გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.

 

დრო

ორი გაკვეთილი

 

შენიშვნა

მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა მისცეს სრული თვისუფლება პოლიტიკოსის თუ დიპლომატის არჩევასთან დაკავშირებით. ანუ შესაძლებელია მოსწავლე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის და დიპლომატის როლი მოირგოს ან შექმნას სრულიად ახალი ფიგურა

 

რესურსები

  • ფურცლები;
  • კალმისტრები;
  • ისტორიული წყაროები და სხვა პოლიტიკური პოპოულარული ლიტერატურა.

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

აქტივობის აღწერა:

დაავალეთ მოსწავლეებს თავი წარმოიდგინონ იმ პოლიტიკოსის/დიპლომატის როლში, რომლის მიზანსაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით საკუთარი ქვეყნის პრობლემების გადაჭრა წარმოადგენს. ასეთ პრობლემად შესაძლოა წარმოადგინოთ მეზობელი სახელმწოფოების მხრიდან სამხედრო

აგრესიის საფრთხე, კრიმინოგენული ფონი, ეკონომიკური პრობლემები და სხვ. პოლიტიკოსის როლში გარდასახული მოსწავლის ამოცანა იქნება სიტყვის ან წერილის მომზადება, რომლითაც იგი დახმარებისთვის რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს.

აღნიშნულ წერილში მოსწავლემ უნდა გამოავლინოს საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციებისა და სტრუქტურების ცოდნა. მაგალითად, თუ იგი მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან სამხედრო აგრესიის შეჩერების აუცილებლობის შესახებ საუბრობს, საჭიროა ნატოს მიმართოს. წერილში უნდა ჩანდეს, რატომ მიმართა მოსწავლემ სწორედ ამ ორგანიზაციას; რა მიზნებს ისახავს იგი; რა სახის ქმედებები წარმოუდგენია ნატოს მხრიდან; რა რეზონანსი ექნება საერთაშორისო კონფლიქტში ნატოს ჩარევას და ა.შ.

ეს სიტყვა/წერილი მოსწავლემ კლასის წინაშე უნდა წაიკითხოს, კლასმა კი უნდა იმსჯელოს მისი დამაჯერებლობის შესახებ.

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები:

აქტივობა ხელს შეუწყობს როლური თამაშის საშუალებით საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებას. თამაშის პროცესში ისინი, რა თქმა უნდა, უკეთ დაიმახსოვრებენ მასალას, რომელიც სახელმძღვანელოებში ხშირად სქემატური სახითაა წარმოდგენილი.