აქტივობა 17. სამართლებრივი კულტურა

WordSection1">

შედეგი

  • მოქ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.
  • მოქ.X.6.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები.
  • მოქ. X 8.მოსწავლეს შეუძლია საქართველოს მდგრადი განვითარების შესაძლებლობების კვლევა.

 

დრო

ორი გაკვეთილი

 

შენიშვნა

სასურველია მასწავლებელმა მოახერხოს, რომ მოსწავლემ კარგად დაინახოს განსხვავება ე.წ. დაწერილ და დაუწერელ კანონებს შორის. გაიაზროს მორალური სამართლის ცნებაც და სამართლის და კანონების აუცილებლობა ქვეყნის მდგრადი განვითრებისთვის.

 

რესურსები

  • დაფა;
  • ცარცი;
  • ფურცლები;
  • კალმისტრები და ფერადი ფანქრები.

 

კავშირი სხვა საგნებთან

საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

აქტივობის აღწერა:

დაწერეთ დაფაზე სიტყვები: „სამართლებრივი კულტურა“. გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებს დაავალეთ განმარტონ, როგორ ესმით ეს ტერმინი. მათი პასუხები დაფაზე ჩამოწერეთ. ეს პასუხები, სავარაუდოდ, ერთმანეთისგან განსხვავებული და არადამაჯერებელი იქნება; თუმცა, მაინც შეეცადეთ განაზოგადოთ ისინი და აღნიშნეთ, რომ „სამართლებრივი კულტურის“ განმარტება სამეცნიერო წრეებშიც ფართო დისკუსიის საგანია.

საილუსტრაციოდ, დაფაზე ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რამდენიმე მოსაზრება ჩამოწერეთ:

1) ზოგჯერ ტერმინით − „სამართლებრივი კულტურაის სოციალური გარემო აღინიშნება, რომელშიც კანონები მოქმედებს;

2) ზოგჯერღირებულებათა სისტემა, რომელიც საზოგადოების მიერ თავისი კანონების პატივისცემაზეა დამყარებული;

3) ზოგჯერ ტერმინისამართლებრივი კულტურა“ „ბარბაროსობისადა ტოტალიტარიზმის საპირისპირო ცნებად მოიაზრება;

4) ზოგჯერაზროვნების ფორმად.

განსხვავებული მიდგომების აღნუსხვის შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს აღნიშნონ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა მათთვის უფრო მისაღები. პარალელურ რეჟიმში მოსწავლეებს აუხსენით, რომ სამართლებრივ კულტურაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანონები, არამედ − მათი როლიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ზემოთ განხილული მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ კლასში წარადგინეთ სადისკუსიო თემა. თემის სათაური სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს ფორ- მულირებული:

) ნიშნავს თუ არა სამართლებრივი კულტურა მხოლოდ კანონის მორჩილებას?

) მოდის თუ არა წინააღმდეგობაში ერთმანეთთან სამართლებრივი კულტურა და ტრადიცია?

) შესაძლოა თუ არა არსებობდეს სამართლებრივი კულტურა ტოტალიტარულ სახელმწიფოში? და ..

დისკუსიის დასკვნით ნაწილში მოსწავლეებს შეახსენეთ, რომ ყველა ადამიანს გააჩნია უფლებები/თავისუფლებები და მოვალეობები/პასუხისმგებლობები. სამართლებრივი კულტურა ქვეყანაში მხოლოდ ორივე მათგანის (ე.ი მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების) რეალიზების შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს. სამართლებრივი კულტურის ტრადიციის მქონე საზოგადოების წევრად, ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება პიროვნება, რომელიც კანონებსა და ადამიანის სხვა უფლებებს უგულებელყოფს; თუმცა იგივე იმ მოქალაქეზეც ითქმის, რომელიც მხოლოდ კანონისადმი მორჩილებით შემოიფარგლება და მათი (ე.ი. კანონების) საშუალებით საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებაზე არ ზრუნავს.

აქტივობის დასკვნით ნაწილში დაავალეთ მოსწავლეებს დაწერონ თემა ან დაგეგმონ პროექტი, რომელშიც საქართველოში სამართლებრივი კულტურის კუთხით არსებული პრობლემები იქნება განხილული.

 

აქტივობის სავარაუდო შედეგები:

აქტივობის განხორციელება საშუალებას მოგცემთ, დაეხმაროთ მოსწავლეებს სამოქალაქო საზოგადოებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მეტად აქტუალურ საკითხთან დაკავშირებული საჭირო კითხვების დასმაში. ზემოთ ჩამოყალიბებული აქტივობის საფუძველზე მოსწავლეთა პროექტების განხორციელება მათ წინაშე მკაფიოდ წარმოაჩენს სამოქალაქო საზოგადოების არსს.