აქტივობა 16. პოლიტიკა და პოლიტიკოსები

შედეგი

  • მოქ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს პროფესიონალიზმის მნიშვნელობა პიროვნების განვითარებისათვის.
  • მოქ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია შეადგინოს საკუთარი მომავალი საქმიანობის გეგმა.
  • მოქ.X.4. მოსწავლეს შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი მომავალი საქმიანობის გეგმა.

 

დრო

ორი გაკვეთილი

 

შენიშვნა

სასურველია მასწავლებელმა მოახერხოს, რომ მოსწავლეებმა არ გამოიყენონ არსებული სტერეოტიპული მოსაზრებები პოლიტიკოსების შესახებ და შეძლებისდაგვარად შეინარჩუნონ ობიექტურობა თემაზე საუბრისას.

 

რესურსები

  • დაფა;
  • ცარცი;
  • ფურცლები;
  • კალმისტრები.

 

კავშირი სხვა საგნებთან

ძალიან მჭიდრო კავშირია ისტორიასთან და ასევე გეოგრაფიის რიგ საკითხებთან

 

აქტივობის აღწერა:

პოლიტიკურ სისტემებზე მსჯელობისას მოსწავლეებს დაუსვით შეკითხვა: რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს პოლიტიკოსი? დასმულ კითხვაზე ისინი, სავარაუდოდ, მრავალფეროვან პასუხებს გაგცემენ. აქტივობა სწორედ ამ პასუხების იერარქიული თანმიმდევრობით დალაგებასა და ამ ფონზე დისკუსიის ინიცირებას ისახავს მიზნად. ამისათვის დაფაზე დახატეთ სქემა, რომლის ზედა ნაწილშიც პოლიტიკოსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები იქნება მოქცეული, ყველაზე ქვემოთ კი − ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი (სქემა №4). მოსწავლეების პასუხებს შორის ალბათ იქნება ისეთი კომპონენტები, როგორიცაა: ფართო ერუდიცია, ორატორობის კარგი უნარი, დიპლომატია, კეთილსინდი- სიერება და ა.შ.

 

სქემა №4

X

XX

XXX

XX

X

ამ სქემის იერარქიული პრინციპით შევსების პროცესი მოსწავლეებს შორის, სავარაუდოდ, დისკუსიას გამოიწვევს, რაც უდავოდ კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს მათი პოლიტიკური ცოდნის გაფართოებაზე.