აქტივობა 11. ორგანიზმების გამრავლების ფორმები

რესურსები:

ცხრილი უსქესო და სქესობრივი გამრავლების შესადარებლად; თავისუფალი ფურცლები ჯგუფებში სამუშაოდ; ფერადი მარკერები პრეზენ­ტაციების მოსამზადებლად.

 

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლემ უნდა:

  • შეადაროს ერთმანეთს უსქესო და სქესობრივი გამრავლების ფორმები და იმსჯელოს მათ შორის მსგავსება-განსხვავებაზე;
  • იმსჯელოს გამრავლების ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე ცოცხალი ორგანიზმებისათვის.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:

მასწავლებელი:

  • სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ მათთვის ცნობილი უსქესო და სქესობ­რივი გამრავლების ფორმები და მოიყვანონ სათანადო მაგალითები;
  • ზრუნავს, რომ დასახელებულ იქნას გამრავლების ყველა შესწავლილი ფორმა (ასახელებს კონკრეტულ მაგალითს და სთხოვს მოსწავლეებს მიაკუთვნონ ის გამრავლების სათანადო ფორმას).
  • ყოფს კლასს 4 ჯგუფად და ავალებს თითოეულ მათგანს:
  1. შეადარონ ერთმანეთს უსქესო და სქესობრივი გამრავლების ფორმები ცხრილის საშუალებით.

ცხრილი გამრავლებაზე

2. ამოარჩიონ და შეადარონ ერთმანეთს უსქესო და სქესობრივი გამრავლების ორი კონკრეტული ფორმა ვენის დიაგრამის საშუალებით (გამრავლების რომელ ფორმას მიეკუთვნება; როგორ ხორციელდება; რომელ ორგანიზმებს ახასიათებთ).

მაგალითად:

პირველი ჯგუფი – დაკვირტვა და კვერცხით გამრავლება;

მეორე ჯგუფი – ვეგეტატიური გამრავლება და ცოცხალმშობიარობა;

მესამე ჯგუფი – სპორებით გამრავლება და თესლით გამრავლება;

მეოთხე ჯგუფი – დაკვირტვა და რეგენერაცია.

 

3) ჩამოაყალიბონ და იმსჯელონ გამრავლების ზოგადბიოლოგიური მნიშვნელობის შესახებ.

 

  • მასწავლებელი ავალებს ჯგუფებს, იმუშაონ და წარმოადგინონ თავიანთი პრეზენტაცია;

 

ცხრილის შევსებული ვარიანტი

ცხრილი გამრავლების ფორმებზე