თვისობრივი მონაცემების შეგროვება მისი უშუალო გარემოცვის შესახებ

აქტივობის აღწერა

1) მოსწავლემ ცნობები უნდა მოიპოვოს თანაკლასელების შესახებ (მაგალითად, ვის რამდენი და–ძმა ჰყავს,  ვინ  რა ტრანსპორტით დადის სკოლაში, რამდენს ჰყავს  ძაღლი, კატა, თუთიყუში  და მისთანანი);  მონაცემები საკლასო ოთახის შესახებ  (ფანჯრების, მერხების, კარადების, დაფების,  რუკების, საყვავილე ქოთნებისა და სხვათა რაოდენობა),  შემდეგ  კი ამ  ცნობებით ცხრილი შეადგინოს, როგორც ეს ქვემოთ ნიმუშად მოტანილ მაგალითზეა ნაჩვენები:

 ბაყაყები        ქოლგა

 

2) მოსწავლეს უნდა შეეძლოს მონაცემების ამოკრება სხვადასხვა ნუსხიდან; ვთქვათ, კლასელების სიიდან:  რამდენი მოსწავლეა დაბადებული დეკემბერში, რამდენის გვარი  იწყება  “ა” ასოზე, რამდენის სახელი შედგება ხუთი ასოსაგან; მოიპოვონ  ინფორმაცია კალენდრიდან  – რომელი თვეა 30 დღით ან ორშაბათით რომელი იწყება.

3) მოსწავლეს შეიძლება დავალებად მიეცეს ცხრილებიდან მონაცემთა ამოკრება და მოპოვებული ინფორმაციის მოწესრიგება. საამისოდ ყველაფერი გამოდგება, თუნდაც სპორტული ჩემაპიონატების შედეგები, ან ცხოველებისა თუ ფრინველების წონები და ზომები.