აქტივობა 11. ისტორიული ეპოქის ჯგუფური პრეზენტაცია

შედეგი:

ისტ.VII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VII.3.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.

ისტ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ისტ.VII.5.მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნეობის განვითარებაზე.

ისტ.VII.6.მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება.

ისტ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VII.8.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვაოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.

ისტ.VII.9.მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.

ისტ.VII.10.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.

ისტ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია გამოყოს და დაახასიათოს მნიშვნელოვანი მოგზაურობები.

ისტ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.

ისტ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.

ისტ.VIII.15.მოსწავლეს შეუძლია მსოფლიოში არსებული რელიგიური სისტემების კლასიფიცირება და მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავებების გააზრება.

ისტ.VIII.16.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები.

ისტ.VIII.17.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს განათლების სისტემის საფუძვლები.

ისტ.VIII.18.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.

ისტ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ისტ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო-მმართველობითი სტრუქტურები.

ისტ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.

ისტ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.

ისტ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.

 

შენიშვნა:

გამჭოლი კომპეტენციებიდან: წიგნიერება, მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება, სოციალური და სამოქალაქო წიგნიერება, სემიოტიკური კომპეტენცია.

 

რესურსები:

კოსტიუმები, აუდიო-ფონო მასალა სხვ.

 

კავშირი სხვა საგნებთან:

ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, გეოგრაფია.

 

აქტივობის აღწერა:

როდესაც ამა თუ იმ ისტორიული ეპოქის შესწავლას დაასრულებთ, კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს ჯგუფურ დავალებებს მისცემთ. მათ ერთ ნაწილს ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი რელიგიის შესახებ დაავალეთ პრეზენტაციის მომზადება, მეორეს – სახვითი ხელოვნების, მესამეს – ლიტერატურის და ა.შ. შეეცადეთ ჩამონათვალი, რაც შეიძლება, ვრცელი იყოს. კარგი იქნება, თუ ბავშვები მასალის წარმოდგენას ორიგინალური ფორმით, მაგალითად, სცენების გათამაშებით მოახერხებენ და პრეზენტაციის მომენტში შესაბამისი ეპოქის ამსახველი მუსიკა იქნება ჩართული.

მსგავსი პრეზენტაციების დროს შეგიძლიათ მოსწავლეთა ერთ ნაწილს ჟიურის ფუნქცია მიანიჭოთ.

ამგვარი აქტივობის განხორციელება მეტ საშუალებას მოგცემთ, კიდევ ერთხელ აღნუსხოთ ეპოქისათვის აქტუალური საკითხები და მოსწავლეები მასალის მოპოვებასა და პრეზენტაციაში ავარჯიშოთ. თუკი ყოველივე ამას კონკურსის სახე ექნება, ეს კიდევ უფრო გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, თუ, რა თქმა უნდა, კლასში შესატყვისი ატმოსფერო არსებობს.