აქტივობა 10. ცოცხალი ორგანიზმების გამრავლების ფორმები

რესურსები:

სახელმძღვანელო, ან წინასწარ მომზადებული საინფორმაციო ტექს­ტი უსქესო და სქესობრივი გამრავლების სხვადასხვა ფორმების შესახებ; თავისუფალი ფურცლები წყვილებში სამუშაოდ; ფლიპჩარტზე წინასწარ დახა­ზული, ან ელ. ფორმატის ცხრილი გამრავლების მაგალითებით.

 

შესწავლის საგანი/მიზნები:

მოსწავლემ უნდა შეადაროს ერთმანეთს გამრავლების სხვადასხვა ფორმები.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები:

მასწავლებელი:

  • აჩვენებს კლასს ორ ილუსტრაციას:
გამრავლების ფორმები
 
  • სვამს კითხვას:
– რა შეიძლება ჰქონდეს ამ ორ სურათს საერთო?
  • მიყავს კლასი პასუხამდე: სურათებზე ასახულ ორივე პროცესს მივყავვართ ახალი უჯრედების ან ორგანიზმის წარმოქმნამდე, ორივე სურათი დაკავშირებულია გამრავლების პროცესთან.
  • სთავაზობს მოსწავლეებს ინდივიდუალურად დაამუშავონ სახელმძღვანელოში მოცემული მასალა, ან წინასწარ მომზადებული და ამობეჭდილი საინფორმაციო ტექსტი გამრავლების ფორმების შესახებ (უსქესო და სქესობრივი გამრავლება, მათი ცალკეული ფორმები და მაგალითები, გამრავლების მნიშვნელობა სიცოცხლის უწყვეტობის შენარჩუნებისათვის).
  • სთხოვს მოსწავლეებს იმუშაონ წყვილებში და დააჯგუფონ ტექსტში განხილული უსქესო და სქესობრივი გამრავლების ფორმები ცხრილის სახით.

ცხრილის შევსებული ვარიანტი

                             სქესობრივი და უსქესო გამრავლება

  • სთხოვს რამოდენიმე წყვილს, სამუშაოს დასრულების შემდეგ ნამუშევარი წარადგინონ კლასის წინაშე.
  • სთავაზობს მოსწავლეებს:

 

ა) მოიფიქრონ და დაწერონ გამრავლების სამ-სამი მაგალითი;

ბ) გაუცვალონ მეწყვილეს;

გ) მეწყვილის მიერ შემოთავაზებული მაგალითები მიაკუთვნოს უსქესო ან სქესობრივ გამრავლებას და დაახასიათონ მოკლედ;

დ) გაცვალონ ინფორმაცია და შეამოწმონ თავიანთი პასუხების სისწორე მეწყვილესთან.

 

  • დასასრულს, მასწავლებელს გამოაქვს წინასწარ დახაზული, ან ელ. ფორმატის ცხრილი გამრავლების სხვადასხვა ფორმების/მაგალითების შესახებ; სთხოვს მოსწავლეებს შეავსონ ცხრილი გაკვეთილზე მიღებული ცოდნის საფუძველზე.
 
გამრავლების მაგალითი
 
  • გამოაქვს შევსებული ცხრილის სწორი ვარიანტი და სთხოვს მოსწავლეებს თავიანთი ნამუშევრის შეფასებას. 

ცხრილის შევსებული ვარიანტი

გამრავლების მაგალითი 2